მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„თიბისი ბანკის" სათაო ოფისს საფრთხე არ ემუქრება - თბილისის მერის მოადგილე

60532c4a1b31a
ვიქტორია მღებრიშვილი
18.03.21 14:30
1812
„მე ამ დარგის სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ ჩემი ინფორმაციით თიბისი ბანკის სათაო ოფისის შენობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“ - აღნიშნულის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა მაჭავარიანის ქუჩის ფერდობზე მეწყრული პროცესების გააქტიურებასთან დაკავშირებით გამართულ სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც ასახული იყო, რომ თიბისის სათაო ოფისთან ახლოს მეწყრული პროცესები გააქტიურება, რამაც საზოგადოებაში და გეოლოგებში დიდი ვნებათაღელვა გადაიწია. ფაქტთან დაკავშირებით დედაქალაქის მერიაში სპეციალური პრეს-კონფერენცია ჩაინიშნა, სადაც მეწყრული პროცესების დაწყების მიზეზებზე განმარტებები გაკეთდა. 

ცნობისთვის, თიბისის სათაო ოფისის - „თბილისის ბიზნეს ცენტრის“ მშენებლობის პირველი ფაზა დაგეგმილ ვადებში წარმატებით დასრულდა. აღსანიშნავია, რომ „თბილისის ბიზნესი ცენტრი“ ლისის ტბასთან მშენებარე კომპლექსია, რომელიც აერთიანებს თანამედროვე არქიტექტურის ელემენტებს, ენერგოეფექტურ, ინოვაციურ ტექნოლოგიებს და ეკოლოგიურ გარემოს.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები