მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით „ბიუთი ბარმა“ ბიზნესი გააფართოვა

607d3101a5d3c
ვიქტორია მღებრიშვილი
19.04.21 11:36
507
21-ე საუკუნეში თავის მოვლა დიდ თანხასა და ძალისხმევასთან აღარ არის დაკავშირებული. ამას თავის მოვლის საშუალებების ფართო არჩევანი და ხელმისაწვდომობა განაპირობებს.

„ყველა იმსახურებს სილამაზეს“ - ეს „ბიუთი ბარის“, 2019 წელს დაარსებული თავის მოვლის საშუალებების ქართული კომპანიის სლოგანია, რომელიც კომპანიის მიდგომას სრულყოფილად გამოხატავს.

„ძალიან მინდოდა, რომ სლოგანი ეფექტური ყოფილიყო და ჩვენი კონცეფციაც მკაფიო გაეხადა, სლოგანის ქვეტექსტი იმაზე მიანიშნებს, რომ ჩვენი ბიზნესი ნებისმიერზეა მორგებული – ყველა ასაკის, სქესის, ფინანსური შესაძლებლობისა და გემოვნების ადამიანზე”, -ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ბექა ყულიაშვილი.

თავდაპირველად „ბიუთი ბარი“ მომხმარებელს აზიურ პროდუქციას - ჩინურ, კორეულ და ტაილანდურ კანის მოვლის საშუალებებს აწვდიდა, მაგრამ საბოლოოდ მხოლოდ კორეული კოსმეტიკის ხაზის გაძლიერება გადაწყდა. კორეულ კოსმეტიკაზე მოთხოვნა და კორეული სილამაზე, როგორც კომპანიის დამფუძნებელი ხსნის, უახლესი ტრენდია. ამას სამი მიზეზი განაპირობებს: კორეელების გარეგნობა – ლამის განურჩევლად ყველა კორეელის ახალგაზრდული, ჯანსაღი კანი, რაც ადგილობრივი კანის მოვლის საშუალებების დამსახურებაა, პროდუქციის ხარისხით ევროპულ ბრენდებთან კონკურენციის უნარი და ევროპაში ნაკლებად ცნობილი მცენარეული თუ ცხოველური ინგრედიენტები (მაგალითად, აზიური ცენტელა ან ლოკოკინა), რომლებიც კორეულ კოსმეტიკას გამორჩეულს ხდის.

„ჩვენთან არის მხოლოდ სახის და თმის მოვლა. ერთჯერადი ნიღბებით დაწყებული, პრემიუმ-ხაზით დამთავრებული. კორეელებს აქვთ ზოგადი რუტინა, რომელიც ათი საფეხურისგან შედგება. ჩვენ ვასწავლით მომხმარებლებს, რა თანამიმდევრობით და როგორ გამოიყენონ პროდუქცია, რა პროდუქტს რა დანიშნულება აქვს და რომელ შემთხვევაშია უმჯობესი მისი ხმარება“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

მართალია, კომპანია კორეული კოსმეტიკის ქართულ ბაზარზე შემოტანის პიონერი არაა, მაგრამ სახისა და თმის მოვლის კორეული საშუალებების ყველაზე მრავალფეროვანი არჩევანი სწორედ „ბიუთი ბარშია“. აქ მისულ მომხმარებელს შეუძლია დასვენება, ყავის მირთმევა და, რაც მთავარია, კვალიფიციური კონსულტაციის მიღება.

პანდემიამდე კომპანია მხოლოდ ფეისბუკის მეშვეობით ყიდდა პროდუქციას, პანდემიამ კი ბევრი რამ შეცვალა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო თიბისი ბიზნესისა და VISA-ს ერთობლივი პროექტი, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ელექტრონული კომერციის დაწყებაში მხარდაჭერას ითვალისწინებდა.

„პანდემიამ მოთხოვნა გაზარდა. შესაბამისად, საჭირო გახდა ოპერაციების გამარტივება, რადგან ფეისბუკზე შეკვეთა და კითხვა-პასუხი დიდ დროს მოითხოვდა. თავიდან სხვდასხვა მზა პლატფორმა ვცადეთ, თუმცა მალევე b2c-ს რეკლამას წავაწყდით. იდეა მოგვეწონა, მით უმეტეს, ჩვენგან ეს ხარჯს არ მოითხოვდა და მოტივაციაც მოგვემატა. რამდენიმე დღეში დამიკავშირდა b2c-ის წარმომადგენელი. ორ ღამეში უკვე ავაწყვეთ საიტი. თიბისის სერვისში ოცდაათი პროდუქტის დასურათებაც შედიოდა და ესეც ძალიან წაგვადგა“, - აღნიშნავს ბექა ყულიაშვილი.

გამართულმა პლატფორმამ და გაზრდილმა ონლაინვაჭრობამ ბიზნესის განვითარებას საგრძნობლად შეუწყო ხელი – სულ მალე „ბიუთი ბარი“ უკვე მეორე მაღაზიის გახსნას გეგმავს.

„თიბისი ბიზნესმა ბიზნესების მხარდაჭერის ეს პროექტი პანდემიის პერიოდში დაიწყო, რადგან ნათელი გახდა, რომ ონლაინვაჭრობაზე მოთხოვნა დღითი დღე უფრო იზრდებოდა. ონლაინმაღაზიის შექმნის მიზანი პროცესების ავტომატიზაცია და მომხმარებლისთვის პროდუქტის ონლაინ ყიდვის გაიოლება იყო, რაც წარმატებით განახორციელა ბევრმა კომპანიამ. ახალი პლატფორმის მეშვეობით საგრძნობლად იზოგება ადამიანური რესურსი და დრო“, - ამბობს თიბისის ბიზნესსეგმენტების მართვის ლიდერი ნათია ვაჭარაძე.

პროექტი „შექმენი საკუთარი ონლაინმაღაზია“ თიბისის და VISA-ს ერთობლივი წამოწყებაა და ის ბიზნესებისთვის ელექტრონული კომერციის გამართვაში მხარდაჭერას გულისხმობს.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები