„თიბისი დაზღვევა“ საქართველოში პირველი სადაზღვევო კომპანიაა, რომელსაც საერთაშორისო სააგენტო Fitch Ratings-მა, საქართველოს სუვერენული რეიტინგის მაქსიმუმი BB სტაბილური პროგნოზით მიანიჭა. „თიბისის დაზღვევის“ რეიტინგი განპირობებულია სტაბილურად ძლიერი და მზარდი ფინანსური მაჩვენებლებით. კომპანიის კაპიტალი, დღეისთვის, 50 მილიონს აღემატება, 2024 წლის მეორე კვარტალის, გადახდისუნარიანობის მაჩვენებელი კი, 207%-ია , - წერია Fitch Rating-ის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ ანგარიშში.