მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თიბისი ჯგუფმა" უზბეკურ სუმში $200 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა

თიბისი

“თიბისი ჯგუფმა”, რომლის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, $200 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა. სავალო ფასიანი ქაღალდის გაყიდვით მოზიდულ თანხას ჯგუფი „თიბისი უზბეკეთის“ ზრდის დაჩქარებას და ქვეყნის ციფრული საბანკო ეკოსისტემის განვითარებას მოახმარს. სამწლიანი ობლიგაცია უზბეკურ სუმში არის ნომინირებული, მაგრამ დარიცხვა დოლარში მოხდება.

ფასიანი ქაღალდები რამდენიმე ტრანშად გაიცემა, საიდანაც პირველ ეტაპზე უკვე მოზიდულია $140 მილიონი, ხოლო დარჩენილი $60 მილიონი დაფინანსება მომდევნო 12–18 თვის განმავლობაში იგეგმება. ობლიგაციები ვენის მულტილატერალურ სავაჭრო პლატფორმაზე განთავსდა, სადაც მოთხოვნამ მიწოდებას მკვეთრად გადააჭარბა, რაც კომპანიის შეფასებით ჯგუფის სტრატეგიის გამართულობას და უზბეკეთის მიმზიდველობას უსვამს ხაზს.

ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მოზიდული ვალის დახმარებით “თიბისი ჯგუფი” უზბეკური ბიზნესის გაფართოებას და ცენტრალური აზიის ამ ქვეყნის ციფრულ საბანკო სექტორში წილის გაზრდას. ამასთან, ახლადმოზიდული ფინანსური რესურსი კომპანიას პროდუქტების პორტფელის გაფართოებაში და ახალ სექტორებში, მათ შორის SME-სექტორის უკეთ ათვისების საშუალებას მისცემს.

ამ დროისთვის, „თიბისი უზბეკეთი“ სამ ფინტექ-კომპანიას აერთიანებს, ესენია:

TBC UZ – უზბეკეთის უდიდესი ციფრული ბანკი;
Payme – ციფრული გადახდების პლატფორმა ფიზიკური პირებისა და მცირე ბიზნესისთვის;
Payme Nasiya – სწრაფად მზარდი განვადების სერვისი;

შედეგად, “თიბისის” ეკოსისტემას უზბეკეთში 19.7 მილიონი რეგისტრირებული მომხმარებელი იყენებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები