მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თიბისი კაპიტალი”: 2022 წელს ტურიზმს და მის აღდგენას ბევრად გამწევი ძალა ექნება

61c6125cc76ef
ლიკა გურაბანიძე
24.12.21 22:00
496
“2022 წელს ტურიზმს და მის აღდგენას ბევრად გამწევი ძალა ექნება, მასზე ბევრი იქნება დამოკიდებული.” - ამის შესახებ “საქმიან დილაში” "თიბისი კაპიტალის" მაკროფინანსური ანალიზის განყოფილების უფროსმა ანა მჟავანაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პროგნოზი საბოლოოდ მაინც ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული.

“თუმცა ჩვენი საბაზო სცენარია, რომ 2022 წელს ტურიზმის 75% უნდა აღდგეს. საბაზრო სცენარში ბუნებრივია ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით გარკვეული დაშვებების გაკეთება გვიწევს. ომიკრონის ახალ შტამს ვხედავთ და ვიცით, რომ ამასთან დაკავშირებით რისკები არსებობს, თუმცა ისიც ვიცით, რომ მისგან განკურნების საშუალება გამოიგონეს.

საბაზისო სცენარში როგორც რისკფაქტორებს ასევე პოზიტიურ მოვლენებს ვაკვირდებით.” - განმარტა ანა მჟავანაძემ.