თიბისი კაპიტალი Global Finance-მა, საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად დაასახელა. საინვესტიციო ინდუსტრიის წამყვანი ანალიტიკოსებისგან და ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურიმ, გამარჯვებული ფინანსური ინსტიტუტები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოავლინა: ბაზრის წილი, გარიგებების რაოდენობა და მოცულობა, მომსახურება და რჩევები, ინოვაციური შესაძლებლობები, კონკურენტუნარიანი ფასები და რეპუტაცია ბაზარზე.
სტუმარი: მერი ჩაჩანიძე - "თიბისი კაპიტალის" მმართველი დირექტორი;