მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თიბისი კაპიტალი: საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვა თიბისის მთავარი ეკონომისტისგან

BM.GE
24.02.23 11:55
255
თიბისი კაპიტალის მთავარი ეკონომისტი კვირის განახლებაში წერს, რომ იანვრის საგარეო სექტორის მაჩვენებლები კვლავ ძლიერია. კერძოდ, ექსპორტისა და იმპორტის ზრდამ აშშ დოლარში, შესაბამისად, 38.5% და 25.2% შეადგინა. ასევე, შესაბამისი შესწორებების შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზარდა გზავნილები, დაახლოებით 37.5%-ით, ხოლო ტურიზმის აღდგენამ 2019 წელთან შედარებით, თიბისი კაპიტალის შეფასებით, 167.6% შეადგინა. საგარეო ვაჭრობის უფრო დეტალური მონაცემები და ასევე სებ-ის მიხედვით ტურიზმის დინამიკის იანვრის მაჩვენებლები ამ კვირაში იქნება ხელმისაწვდომი.

სტუმარი: ოთარ ნადარაია - თიბისის მთავარი ეკონომისტი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები