მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, რიკო ექსპრესმა $10 მილიონის ობლიგაციები გამოუშვა

“მიკროსაფინანსო ორგანიზაცია რიკო ექსპრესმა“ 100 მლნ აშშ დოლარის ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში 10 მლნ აშშ დოლარის 3-წლიანი საჯარო ობლიგაციები გამოუშვა. საქართველოს კაპიტალის ბაზრისთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მხრიდან ფასიანი ქაღალდები უცხოურ ვალუტაში განათავებს პირველად მოხდა. ემისიის ექსკლუზიური განთავსების აგენტი თიბისი კაპიტალი იყო. ობლიგაციების დაშვება თბილისის საფონდო ბირჟაზე იგეგმება. ფასიანი ქაღალდების კუპონი 7.00%-ით განისაზღვრა, რაც ბოლო 5 წელში არასაბანკო კომპანიების მიერ გამოშვებულ 3-წლიან ობლიგაციებს შორის ყველაზე დაბალი განაკვეთია. საჯარო ინფორმაციით, მოზიდული თანხა მოკლევადიანი ნასესხები სახსრების რეფინანსირებასა და პორტფელის ზრდას მოხმარდება

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები