მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი კაპიტალის" შეფასებით, როგორც აპრილში, ასევე მაისში სებ-ის ინტერვენციები კიდევ უფრო მასშტაბურია

სებ

"თიბისი კაპიტალის" შეფასებით, როგორც აპრილში, ასევე მაისში ეროვნული ბანკის ინტერვენციები კიდევ უფრო მასშტაბურია.

მაკროეკონომიკურ განახლებაში ლარის სასარგებლოდ მოქმედ ერთ-ერთ ფაქტორად დასახელებული შიდა ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნის შედარებით ნორმალიზება.

"ამ მიმართულებით, გამოვყოფთ, ერთი მხრივ, შინამეურნეობებისა და იურიდიული პირების მიერ უცხოური ვალუტის წმინდა შესყიდვის წინა თვეებთან შედარებით შენელებას და, მეორე მხრივ, გარკვეულ პირველად ნიშნებს წინასაარჩევნო პერიოდში უცხოურ ვალუტაში დაკონვერტირებული დეპოზიტების უკან ლარში კონვერტაციის კუთხით. შესაბამისად, ისევ რელევანტურია ე.წ. „კარგი დროის ბუფერი“, რომელიც, ჩვენი შეფასებით, დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის ფარგლებშია, თუმცა სენტიმენტებში რაიმე სტრუქტურული ცვლილების შესახებ საუბარი ჯერჯერობით კვლავ ძალზე ნაადრევია",- წერია განახლებაში.

"თიბისი კაპიტალში" აღნიშნავენ, რომ ამ ფაქტორების ერთობლიობამ ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების მოცულობითი შევსების საშუალება მისცა.

"მთლიანი საერთაშორისო რეზერვების ნაშთმა აპრილის ბოლოს 4.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც თებერვლის ბოლოს არსებულ მაჩვენებელს 300 მილიონი დოლარით აღემატება. ცნობილია, რომ მარტში ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე 102 მილიონი დოლარი შეიძინა. ჩვენი შეფასებით, როგორც აპრილში, ასევე მაისში ინტერვენციები კიდევ უფრო მასშტაბურია",- აღნიშნულია პუბლიკაციაში, რომელშიც ასევე წერია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ვალუტის საკმაო ოდენობით გაყიდვის შემდეგ, სებ-ისთვის რეზერვების შევსება პრიორიტეტულია.

სამი ძირითადი ფაქტორი, რომელიც ლარს ამყარებს - თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები