მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი კაპიტალმა" კაპიტალის ბაზრების შესახებ შეხვედრას უმასპინძლა

"თიბისი კაპიტალმა", საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიებთან - Fitch Ratings-თან და Scope Ratings-თან ერთად, კაპიტალის ბაზრებთან დაკავშირებული შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრაში, სარეიტინგო კომპანიებთან ერთად, მონაწილეობა სააგენტომ - „აწარმოე საქართველოში“ და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა მიიღეს : EBRD, IFC და ADB. ინდივიდუალური გამოსვლებისა და პანელური დისკუსიების ფარგლებში, ისეთი მნიშვნელოვანი თემები დაიფარა, როგორებიცაა: გლობალური და ადგილობრივი ბაზრების მაკროეკონომიკური პერსპექტივები, საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარება და ტენდენციები, რეიტინგის მოპოვების პროცესში კომპანიების შეფასების ძირითადი კრიტერიუმები და ასევე, რა უნდა გაითვალისწინონ ემიტენტებმა 2025 წელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები