მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კაპიტალმა საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში „ლარი, ევრო, დოლარის არჩევანზე“ პრეზენტაცია გამართა

64b12d24ec80a
BM.GE
14.07.23 15:09
510
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში თიბისი კაპიტალმა წარმოადგინა პრეზენტაცია თემაზე „ლარი, ევრო, დოლარის არჩევანი - შესაძლებლობები და რისკები“, რომელსაც უძღვებოდა თიბისი ჯგუფის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია.

აღსანიშნავია, რომ მიმოხილვამ მოიცვა ევრო/დოლარისა და ლარის გაცვლითი კურსის პროგნოზირების ანალიტიკური ჩარჩო, საპროცენტო განაკვეთების მოლოდინები, საქართველოსთვის აქტუალურობის გათვალისწინებით. პრეზენტაციაზე აღინიშნა, რომ საშუალოვადიან პერიოდში ევროს გამყარება დოლარის მიმართ საბაზო სცენარია.

ამასთან, ოთარ ნადარაია კვლევაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ „სავალუტო რისკის აღებისას, ევროს გარკვეული წილი მაინც რაციონალურია, რადგანაც ლარი და საქართველოში ეკონომიკის ზრდა, როგორც წესი, უფრო სტაბილურია ევროში, ვიდრე დოლარში. თანაც, იმის გათვალისწინებით, რომ ცალკე აღებული, დივერსიფიცირება ყოველთვის გონივრული გადაწყვეტილებაა“.

მისი თქმით, „ლარის თუნდაც გარკვეული წილი, სამომავლოდ შესაძლო კრიზისებისას, გაუფასურების არაწრფივი ზეგავლენის მხედველობაში მიღებით ყოველთვის მიზანშეწონილია, თავისთავად იმ უმრავლეს შემთხვევაში, როდესაც შემოსავლების წყარო ლარია. კონკრეტული განაწილება კი, მაკროეკონომიკური ფაქტორების გარდა, ბიზნესის სპეციფიკაზეც არის დამოკიდებული“.

ოთარ ნადარაიას შეფასებით, საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან ერთად მსგავსი ფორმატი ღირებული შესაძლებლობაა, რომ TBC კაპიტალის ანალიტიკა იყოს უფრო მეტად პრაქტიკულად გამოყენებადი.

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა, რომლის ფარგლებში ასოციაციის წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის აქტუალური კითხვები.

"მსგავსი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, რათა ბიზნესის გადაწყვეტილებებში შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული მაკროეკონომიკური ფაქტორები, როგორც ჯამურად, ასევე ცალკეული ინდუსტრიების ჭრილში. ამ მხრივ, ჩვენ მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ კვლევით ორგანიზაციებთან თანამშრომლობას, როგორც მსგავს ფორმატებში, ასევე ასოციაციის სათათბიროსა და თემატურ კომიტეტებთან “, განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.


(ns)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები