მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კაპიტალმა საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

თიბისი კაპიტალმა საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
14.03.24 18:41
3042

ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის სწრაფ განვითარებას, თიბისი კაპიტალმა ახალი ინიციატივით უპასუხა და საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველ საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი და საერთაშორისო კაპიტალის ბაზრის წამყვანმა მოთამაშეებმა: J.P. Morgan, Citi, Fidelity Investments, საქართველოს ეროვნული ბანკი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, Baker McKenzie, Dentons, BLC Law, Amundi, ADB, EBRD, IFC, ქართველი ემიტენტები და სხვა.

კონფერენციის მონაწილე მსოფლიოში წამყვანმა ექსპერტებმა, თიბისი კაპიტალის გუნდთან ერთად, საკუთარი გამოცდილება, ბაზრის ტენდენციები და განვითარების პერსპექტივები გააზიარეს.

“ძალიან მნიშვნელოვან ტრადიციას ჩავუყარეთ საფუძველი კაპიტალის ბაზრის პირველი საერთაშორისო კონფერენციის სახით, რომელსაც ყოველწლიურად ვუმასპინძლებთ. თბილისში, თიბისი კაპიტალის ორგანიზებით, კონფერენციის მონაწილეებისა და სტუმრების სახით, ძალიან მნიშვნელოვანი აუდიტორია შეიკრიბა: ხელისუფლების წარმომადგენლები, ისეთი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკების წარმომადგენლები, როგორებიცაა J.P. Morgan და Citi, დარგის ექსპერტები, საერთაშორისო ინსტიტუციური ინვესტორები, ადგილობრივი ემიტენტები. კაპიტალის ბაზრის უპრეცედენტო ზრდის მომსწრეები და მონაწილეები ვართ. განსაკუთრებული ზრდით გამოირჩევა საჯარო ობლიგაციების ადგილობრივი ბაზარი, რომელიც გასულ წელს გაორმაგდა და ჯამში 2 მილიარდ ლარს მიაღწია. თიბისი, როგორც ქვეყნის წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი, ბაზრის სწრაფ ზრდას ამ კონფერენციით პასუხობს, სადაც ყველა დაკავშირებული მხარე ერთად შევიკრიბეთ, ბაზრის შედეგები განვიხილეთ და სამომავლო პოტენციალი და პერსპექტივები შევაფასეთ. ჩვენი მიზანია, რომ საქართველოში კაპიტალის ბაზრის პირველი და მომავალში უკვე ტრადიციული კონფერენციით, ბაზრის განვითარებას კიდევ უფრო მეტად შევუწყოთ ხელი“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.

კონფერენციაზე, ინდივიდუალური გამოსვლებისა და პანელური დისკუსიების ფარგლებში, ისეთი მნიშვნელოვანი თემები დაიფარა, როგორებიცაა:

  • გლობალურ კონტექსტში, რეგიონული სავალო კაპიტალის ბაზარი და ამ კონტექსტის საქართველოზე გავლენა.
  • ევრობონდების რეგიონული ბაზრის პერსპექტივები და 2024 წლის მოლოდინები - რამდენადაა ხელსაყრელი დრო ახლა როგორც ობლიგაციების გამოშვებისთვის, ასევე ფიქსირებული შემოსავლის ინსტრუმენტებში ინვესტირებისთვის.
  • თიბისი კაპიტალის კვლევა საქართველოში ობლიგაციების ბაზრის განვითარების შესახებ.
  • ინსტიტუციური მხარდაჭერა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის - რა პროგრამები არსებობს და როგორ ხდება საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ინვესტიციების მოზიდვა.
  • მდგრადი სავალო კაპიტალის ბაზრები
  • ESG ბონდები და მდგრადი დაფინანსება
  • ადგილობრივი ბონდები VS ევრობონდები
  • არსებული ემიტენტების წარმატებული გამოცდილება და პრაქტიკული რჩევები
  • აქტივების მართვის პერსპექტივები საქართველოში

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები