მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიბისი კონცეპტი და გაზეთი სამასსამოცდახუთი გიწვევთ საუბრებზე “ქართულ ჟურნალ-გაზეთების ისტორია”

6422a48070fa5
BM.GE
28.03.23 12:24
418
თიბისი კონცეპტი და გაზეთი “სამასსამოცდახუთი”, გაზეთის მესამე გამოცემასთან დაკავშირებით, გიწვევთ ლაშა ბაქრაძის და ბელა წიფურიას მოხსენებებზე.

გაზეთი "სამასსამოცდახუთი" ყოველწლიური გამოცემაა, რომელიც უკვე მესამე წელია ქართველი ხელოვანების განვლილი წლის მხატვრული მიგნებების ტექსტურ დოკუმენტაციას ქმნის. გამოცემაში ხელოვანები ღიად საუბრობენ საკუთარ გამოცდილებაზე, გასული წლის შთაგონების, ფიქრის, განვითარების დრამატურგიაზე, სულიერ თუ ფილოსოფიურ ძიებებზე, ტექნიკურ პროცესებზე და გავლენებზე.

წლევანდელი შეხვედრა ქართულ ჟურნალ-გაზეთების ისტორიაზე საუბარს დაეთმობა.

ღონისძიება გაიმართება 1 აპრილს, 16:00 საათზე კ. მარჯანიშვილის 7-ში.
16:00 |ლაშა ბაქრაძე “ჟურნალ-გაზეთები საქართველოში XIX საუკუნეში”.
17:00 | ბელა წიფურია “1910-1920-იანი წლების ლიტერატურული ჟურნალ-გაზეთები”.

შეხვედრებზე დასწრება თავისუფალია!

ღონისძიებაზე დაგხვდებათ გაზეთ “სამასსამოცდახუთის” წლევანდელი გამოცემა, სადაც Სახელოვნებო სფეროს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ორმოცდახუთი ხელოვანის სტატიას გაეცნობით. ზოგიერთი მათგანი პირველად წერს გაზეთისთვის, ზოგი კი უკვე წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად აღწერს დროის დინამიკაში მიმდინარე პროცესებს, რომლებიც მათი სახელოვნებო პრაქტიკისა და საბოლოოდ - ნამუშევრებისთვის მნიშვნელოვანი და ზოგჯერ გადამწყვეტიც კი აღმოჩენილა.

გაზეთის დიზაინის ელემენტები შეიქმნა თავისუფალი უნივერსიტეტის, ვიზუალური ხელოვნების, არქიტექტურის და დიზაინის სკოლის (VA[A]DS) კომუნიკაციის დიზაინის მიმართულების სტუდენტებთან კოლაბორაციით. ავტორები: გვანცა ბლიაძე, ლიზი გიორგაძე. ხელმძღვანელი: მარიამ ზალდასტანიშვილი.

გაზეთ "სამასსამოცდახუთი" მესამე გამოცემის მხარდამჭერია თიბისი კონცეპტი.

“თიბისი კონცეპტი აგრძელებს თანამედროვე ხელოვნების მხარდაჭერას და მუდამ მზადაა თავის მულტიფუნქციურ სივრცეში უმასპინძლოს გამოფენებს, საინტერესო შეხვედრებს, სახელოვნებო დისკუსიებსა თუ პრეზენტაციებს” - მარიამ წიქარიძე, თიბისის სახელოვნებო პროექტების კურატორი.


(რ) 



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები