მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

თიბისი
05.12.25 13:29
402

თიბისიმ ახალი წლისთვის მზადება უკვე დაიწყო და მომხმარებლებს საახალწლო შეთავაზებების კალენდარი მოუმზადა.

6 დეკემბრიდან, ყოველ შაბათ-კვირას, გახსენით საახალწლო შეთავაზებების კალენდარი და თქვენზე მორგებულ სხვადასხვა კატეგორიაში, ისარგებლეთ ჯადოსნური შეთავაზებებით.

კალენდრის მიხედვით, პირველ შაბათ-კვირას, 6-7 დეკემბერს, მომხმარებლებს შეთავაზებები ძირითადად აქსესუარების მაღაზიებში დახვდებათ, სადაც ახალი თიბისი ბარათით, ახალი თიბისი კონცეპტ ბარათით და ერთგული საკრედიტო ბარათით გადახდისას, 30% ქეშბექს მომენტალურად დაიბრუნებენ. ახალი თიბისი ბარათის და ერთგული საკრედიტო ბარათის შემთხვევაში- ჯამში მაქსიმუმ 100 ლარს, ხოლო თიბისი კონცეპტის მომხმარებლები - ახალი თიბისი კონცეპტ ბარათებითა და ერთგული საკრედიტო ბარათით 150 ლარს.

პარტნიორი ობიექტები:

HER STORE, Kaleisi, Giggles, Beauty Scent, Old Supra/OldSupra.ge , Cosmo, ბაგატტი, სათვალის გალერეა

შეთავაზება ვრცელდება ჩამოთვლილი ბრენდების მხოლოდ ფიზიკურ მაღაზიებში, გარდა HER STORE OldSupra.ge-ს და Cosmo-ს ონლაინ მაღაზიებისა.

შეთავაზების დამატებითი პირობების სანახავად, გადადით ბმულზე.

დაიწყეთ მზადება ახალი წლისთვის, აიღეთ ახალი თიბისი ბარათი მობაილბანკიდან სულ რაღაც 30 წამში და ისარგებლეთ მუდმივად თქვენს სურვილებზე მორგებული შეთავაზებებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები