თიბისი tkt.ge-ს სკაკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა
BM.GE
01.07.19 14:26
• 1107
თიბისი ბილეთების შეძენის ონლაინ პლატფორმის tkt.ge-ს სკაკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა. თიბისი ჯგუფმა tkt.ge-ს 26%-იანი წილი ერთი წლის წინ შეიძინა, დღეს კი ის 55%-მდე გაზარდა. მხარეებს შორის გარიგება თიბისის გადახდების ბიზნესის, ეკოსისტემის განვითარების და რეგიონში ექსპანსიის სტრატეგიას სრულად შეესაბაბამებოდა - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში. შეგახსენებთ: Tkt. Ge 2015 წელს დაარსდა და 3 წლის განმავლობაში ბიკეთების ონლაინ გაყიდვების 30%-იანი მაჩვენებელი, 80%-მდე აიყვანა. ონლაონ პლატფორმის მენეჯმენტი მზად არის მომხმარებლებს სხვა ქვეყნებშიც მოემსახუროს, უახლოეს მომავალში იგგემება უზბეკეთის ბაზარზე შესვლა და ასევე სხვადასხვა ინოვაციური სიახლეები ქართველი მომხმარებლებისთვის.