მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თიბისი უზბეკეთმა" $38.2-მილიონიანი ინვესტიცია მოიზიდა

TBC UZ

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დალისტული ქართული კომპანიის, “თიბისი ჯგუფის” შვილობილმა TBC UZ-მა, რომელიც ერთადერთი სრულად ციფრული ბანკია უზბეკეთში, $38.2 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა, რომელსაც ქვეყნის შიგნით გაფართოებისთვის და ახალი პროდუქტების დანერგვისთვის გამოიყენებს.

ინვესტორებს შორის სამ კომპანიას ვხვდებით, ესენია “თიბისი ჯგუფი”, რომელმაც $23 მილიონის კონტრიბუცია გაიღო და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და საერთაშორისო ფინანსურ კორპორაცია, რომელთაც, ჯამურად, $15.2 მილიონის ინვესტიცია განახორციელეს.

შეგახსენებთ, რომ უზბეკეთში “თიბისი ჯგუფი” Space International-ის ბაზაზე ოპერირებს, რომელიც პირველი საერთაშორისო ქართული ფინტექია, რომელიც საქართველოში 2019 წელს დაფუძნდა და მალევე, საერთაშორისო კომპანიად იქცა. თუმცა უშუალოდ ციფრული ბანკის გარდა, “თიბისი უზბეკეთის” პორტფელში უზბეკეთის ონლაინგადახდების უდიდეს პლატფორმას, Payme-ის ვხვდებით, ისევე როგორც ოფლაინ-განვადების პლატფორმას, სახელწოდებით Payme Nasiya. კომპანიის მენეჯმენტის არსებული პროგნოზით, 2025 წლის ბოლოსთვის, “თიბისი უზბეკეთის” წმინდა მოგება $75 მილიონამდე გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები