თიბისიმ წლის პასუხისმგებელი მსხვილი კომპანიის ჯილდო მოიპოვა. თიბისიმ აღნიშნული ჯილდო იმ გამორჩეული საქმიანობისთვის მიიღო, რომელსაც გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი გამოწვევების გადაჭრის მიზნით ახორციელებს თანამშრომლებისთვის, მომხმარებლებისთვის, გარემოსა და საზოგადოებისთვის.
რას ნერგავს, როგორც წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია საქართველოში მდგრადი განვითარებისთვის და როგორია მათი გეგმები, მას შემდეგ რაც მათი მიდგომები და სტანდარტები კიდევ ერთხელ და მორიგად აღიარეს.
სტუმარი: მაკა ბოჭორიშვილი - თიბისის გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის საკითხების კოორდინატორი;