მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თიბისის“ ბრიტანელი აქციონერის სასამართლო დავა

BM.GE
29.07.22 10:18
284
„თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერი ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას აგრძელებს. იან მალკჰოლმ ჰოკის ადვოკატის მტკიცებით, ყოფილმა ბანკირებმა „თიბისი ბანკის“ სააქციო საზოგადოება დააზარალეს და შესაბამისად, ახლა 16 მილიონ ლარზე მეტის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. 

დიმტრი ტორაძე შემოგვიერთდა ამ საქმეზე სასაუბროდ საქმიანი დილას სტუდიაში, დღეს დავის მხარეებიდან მხოლოდ ის არის სტუდიაში და ამიტომ ვიდრე საუბარს დავიწყებთ მეორე მხარის პოზიციას საჯარო განცხადებებიდან გაგაცნობთ.

მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ადვოკატი ზვიად კორძაძე განმარტავს, რომ ქართულმა სასამართლომ გამოსცა განჩინება და მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აუკრძალა სს „თიბისი ბანკისგან” დივიდენდის აღება. ადვოკატის განმარტებით, ესეც იურიდიულ აბსურდს წარმოადგენს, რადგანაც არც მამუკა ხაზარაძე და არც ბადრი ჯაფარიძე არ არიან სს “თიბისი ბანკის” აქციონერები, შესაბამისად, ისინი სს „თიბისი ბანკისგან” დივიდენდებს ისედაც არ იღებენ.

ზვიად კორძაძის თქმით, საქართველო არ შეიძლება იყოს იან მალქოლმ ჰოქის სარჩელის განხილვის ქვეყანა, რადგანაც ის არა ქართული, არამედ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის აქციონერია. რაც შეეხება სარჩელის შინაარსს, მისი თქმით, იან მალქოლმ ჰოქი TBC Group PLC-ის აქციონერი მხოლოდ 2022 წლის თებერვალში გახდა, თუმცა სარჩელი 2007-2008 წლების პროცესებს შეეხება და მას არ გააჩნია არავითარი უფლება 14 წლის წინ მომხდარ მოვლენებზე იდავოს. 

ადვოკატის თქმით, თავად იან მალკოლმ ჰოქს TBC PLC-ის მხოლოდ 334 აქცია ეკუთვნის, რომელთა ღირებულება დღეს 4,718 დოლარია. გაურკვეველია ზუსტად რა პარამეტრებს ეფუძნება სარჩელი რომელშიც მილიონობით თანხაზეა საუბარი, როდესაც თავად აღნიშნულ პირს 5 000 დოლარზე ნაკლები ღირებულების აქციები ეკუთვნის.

სტუმარი: დიმიტრი ტორაძე - ადვოკატი;



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები