მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თიბისის" საქმესა და საბანკო რეგულაციებზე პარლამენტში სებ-ის პრეზიდენტის გამოსვლა დასრულდა

BM.GE
08.04.19 18:34
708
პარლამენტში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოსმენა დასრულდა. რიგგარეშე სხდომაზე კობა გვენეტაძემ „თიბისი ბანკის“ გარშემო მიმდინარე მოვლენებისა და ახალი საბანკო რეგულაციების შედეგებთან დაკავშირებით ისაუბრა. მართალია, საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებს მიაჩნდათ, რომ ეს რიგგარეშე სხდომა არ უნდა ჩატარებულიყო, თუმცა კანონმდებლები დღის წესრიგს მაინც დაუბრუნდნენ. საქმე იმაშია, რომ როგორც ოპოზიციონერი დეპუტატები აცხადებენ, მათ დღევანდელი რიგგარეშე სხდომის შესახებ ინფორმაცია პირადად არ მიუღიათ და პარლამენტში მისულებმა აღმოაჩინეს, რომ სესიას უნდა დასწრებოდნენ, რადგან დღეს კობა გვენეტაძეს თავისი გამოსვლა უნდა დაესრულებინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები