თიბისიმ, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის ვორქშოპების სერია დაიწყო. პირველი ასეთი შეხვედრა ნინჩო ეგაძესთან და ნუკა შევარდნაძესთან ერთად გაიმართა, თემაზე, როგორ შევქმნათ ბრენდი რომელიც უყვართ. მორიგი ვორქშოპი კი 22 თებერვალს არის ჩანიშნული და ამჯერად VELI.STORE-ის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი გიორგი ბერეჩიკიძე გაუძღვება კურსს თემაზე: მომხმარებლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება და სეგმენტაცია. ახალი ფორმატით ჩატარებულ კურსზე ბიზნესებს საშუალება აქვთ მიიღონ, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გამოცდილებაც.
სტუმრები: გიორგი ბერეჩიკიძე - VELI.STORE-ის ციფრული მარკეტინგის ხელმძღვანელი;
თაკო მიქაია - თიბისი ბიზნესის მხარდაჭერის სერვის ექსპერტი;