ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინაციის პროცესში მოსახლეობის დამყოლობა საკმაოდ მაღალია.
როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბოლო რამდენიმე დღეა ყოველდღიურად 19 ათასზე მეტი აცრა კეთდება.
„ვაქცინაციის დინამიკა არის დადებითი და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოქალაქეები კიდევ უფრო მეტად ჩაერთვებიან ამ პროცესში“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
რაც შეეხება თავად მინისტრს, ტიკარაძის განმარტებით, ვაქცინის მეორე დოზას აუცილებლად გაიკეთებს, თუმცა როდის, ეს ჯერ ცნობილი არ არის.
საქმე ის არის, რომ ეკატერინე ტიკარაძემ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ერთი დოზით აიცრა, თუმცა მეორე დოზით აცრამდე კორონავირუსით დაინფიცირდა. მინისტრის თქმით, მას არ დავიწყებია, რომ მეორე დოზით არის ასაცრელი და თარიღს აუცილებლად დაასახელებს.




























