მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტიკარაძე 27 წლის ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმების კონსილიუმში მიიღებს მონაწილეობას

6053942cb54a2
თამთა ჯიჯავაძე
18.03.21 21:53
1010
ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაემგზავრა, სადაც 27 წლის ექთნის მკურნალობის ტაქტიკასთან დაკავშირებით ექიმების ერთობლივ კონსილიუმში მიიღებს მონაწილეობას.

ცნობისთვის, ექიმების კონსილიუმი ერთდროულად მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ უნდა უმკურნალონ კომაში ჩავარდნილ ექთანს.

შეგახსენებთ, დღეს, ახალციხეში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკათი“ აცრიდან ნახევარ საათში, სავარაუდოდ, ვაქცინაციის მიზეზით, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის ამჟამად კომატოზურ მდგომარეობაშია. ექთანი ახალციხიდან თბილისში გადმოიყვანეს. პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

ჯანდაცვის სფეროს სპეციალისტები აცხადებენ, რომ გართულებები და გვერდითი ეფექტები ყველა ტიპის ვაქცინას ახასიათებს, თუმცა, მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები