მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თიკო ბარათაშვილმა, კოსმოსური პლაზმის ფიზიკაში, ვინჩენზო ფერაროს პრიზი მიიღო

კოსმოსური ამინდის პროგნოზირება დედამიწის უსაფრთხოებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შეუფერხებელი მუშაობისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამ რთულ და ამოუცნობ სფეროში დღეს ერთ-ერთ წამყვან პოზიციას ქართველი მეცნიერი იკავებს. თინათინ ბარათაშვილმა, ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტმა მკვლევარმა და თავისუფალი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულმა, სულ ახლახან კოსმოსური პლაზმის ფიზიკაში ვინჩენზო ფერაროს პრესტიჟული საერთაშორისო პრიზი მიიღო. ეს ჯილდო ყოველწლიურად ამ სფეროში საუკეთესო სადოქტორო ნაშრომისთვის გაიცემა. თინათინის კვლევა მზიდან დედამიწამდე კოსმოსური ამინდის მოდელირებას, მზის გვირგვინში მიმდინარე პროცესებსა და ახალი რიცხვითი მოდელების შექმნას ეხებოდა. დღეს ეს შედეგები უკვე ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო მეცნიერების მიერ. როგორია მეცნიერი ქალის გზა დიდ აღიარებამდე?

სტუმარი: თიკო ბარათაშვილი - ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი, მკვლევარი

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები