სოციალური ქსელების ინდუსტრიის გიგანტებმა, ამერიკულმა Meta-მ და ჩინურმა TikTok-მა ევროკავშირის გადაწყვეტილება სასამართლოში ოფიციალურად გაასაჩივრეს.
ტექნოლოგიური გიგანტების საჩივარი ევროკავშირის მარეგულირებელი ორგანოს მიერ განსაზღვრულ ახალ მონოპოლისტურ წოდებას, ე.წ. Gatekeeper-ს უკავშირდება, რომელიც ცოტა ხნის წინ Apple-ს, Amazon-ს, Google-ს, Meta-ს, Microsoft-სა და TikTok-ს მიენიჭათ.
კანონმდებლების განმარტებით, ამ კატეგორიაში მოხვედრილი კომპანიებისათვის სპეციალური რეგულაციები უნდა დაუწესდეთ, რადგან მათი ზომისა და გავლენის გათვალისწინებით, ჩვეულებრივი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა მათ გასაკონტროლებლად საკმარისი არ არის, სწორედ ამიტომ მათთვის ახალი საკანონმდებლო ჩარჩო უნდა შეიქმნას.
მოგეხსენებათ, ტექნოლოგიურ გიგანტებს უდიდესი გავლენა აქვთ ელექტრონული მოწყობილობების წარმოების, ძებნის, მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით, ამიტომაც მათი გავლენა სცდება კონკრეტული სექტორის ფარგლებს.
უახლოეს მომავალში ევროკავშირი ახალი რეგულაციების დაწესებას გეგმავს, რომელიც ტექნოლოგიურ გიგანტებს ეკოსისტემის გახსნას და კონკურენტების შესყიდვის სტრატეგიის შეზღუდვას აიძულებს.
ამჟამად Meta-სა და TikTok-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათი კომპანიები ამ წოდებას არ იმსახურებენ და ევროკავშირი ტექნოლოგიური სექტორის წარმომადგენლებს უსამართლოდ ექცევა. სწორედ ამიტომ, TikTok-მა და Meta-მ თავიანთი პოზიციის დასაცავად ევროკავშირის სასამართლოს მიმართეს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.