რამდენიმე თვეა შეერთებული შტატები Tiktok-ის აკრძალვას განიხილავს. ჩინურ აპლიკაციას უკვე დიდი ხანია, რაც მომხმარებლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გარკვეული ბრალდებები ედება, რომელსაც კომპანია პერმანენტულად უარყოფს, თუმცა ფაქტია იმისთვის რომ მსხვილ ბაზრებზე წვდომის საშუალება შეუნარჩუნდეს, გარკვეულ სქემებზე და გეგმებზე მოწყობა მასაც სჭირდება.