სოციალურ ქსელ TikTok-ის მფლობელმა კომპანია ByteDance-მა ვიდეო თამაშების ინდუსტრიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამ მიზნით, კომპანია 1,000-მდე თანამშრომლის განთავისუფლებას, დეპარტამენტის ბიუჯეტის შემცირებას და აქტივების გაყიდვას გეგმავს.
როგორც ცნობილია, ByteDance-ი აქტიურად განიხილავს სტუდია Moonton-ის გასხვისებას, რომელიც ჰოლდინგმა 2021 წელს $4 მილიარდად შეიძინა.
DyteDance-ის ეს გადაწყვეტილება იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ვიდეო თამაშების ბაზარი განსაკუთრებით მაღალი კონკურენციით გამოირჩევა. ერთი მხრივ არიან Microsoft-ისა და Sony-ს მასშტაბების ტექნოლოგიური გიგანტები, მეორე მხრივ კი Tencent-ის მსგავსი კომპანიები, რომლებიც 100-მდე თამაშს ფლობენ, მათთან კონკურენციის გაწევა კი მარტივი ნამდვილად არ არის.
ვითარებას უფრო მეტად ართულებს ის ფაქტიც, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, აქტიური მოთამაშეების რაოდენობამ იკლო, თუმცა ჩინეთის მთავრობის დამოკიდებულება ვიდეო თამაშების მიმართ საგრძნობლად გამკაცრდა, ამიტომაც ByteDance-მა ამ ბაზარზე დარჩენაზე უარი განაცხადა.