მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TikTok-ის ვიდეო თამაშების ბიზნესი იყიდება, აქტივის შეძენით Tencent-ია დაინტერესებული

tiktok

სოციალურ ქსელ TikTok-ის მფლობელმა კომპანია ByteDance-მა ვიდეო თამაშების ინდუსტრიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამ მიზნით, კომპანია 1,000-მდე თანამშრომლის განთავისუფლებას, დეპარტამენტის ბიუჯეტის შემცირებას და აქტივების გაყიდვას გეგმავს.

როგორც ირკვევა, აქტივის შეძენით უმსხვილესი ჩინური ტექნოლოგიური კომპანია Tencent-ია დაინტერესებული, რომელიც ვიდეო თამაშების ბაზარზე დომინანტი ძალაა.

DyteDance-ის ეს გადაწყვეტილება იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ ვიდეო თამაშების ბაზარი განსაკუთრებით მაღალი კონკურენციით გამოირჩევა. ერთი მხრივ არიან Microsoft-ისა და Sony-ს მასშტაბების ტექნოლოგიური გიგანტები, მეორე მხრივ კი Tencent-ის მსგავსი კომპანიები, რომლებიც 100-მდე თამაშს ფლობენ, მათთან კონკურენციის გაწევა კი მარტივი ნამდვილად არ არის.

ვითარებას უფრო მეტად ართულებს ის ფაქტიც, რომ პანდემიის დასრულების შემდეგ, აქტიური მოთამაშეების რაოდენობამ იკლო, თუმცა ჩინეთის მთავრობის დამოკიდებულება ვიდეო თამაშების მიმართ საგრძნობლად გამკაცრდა, ამიტომაც ByteDance-მა ამ ბაზარზე დარჩენაზე უარი განაცხადა.

"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები