Apple-ის გენერალურმა დირექტორმა, ტიმ კუკმა Nike-ის 50,000 აქცია იყიდა, რომლის სანაცვლოდ 3 მილიონი დოლარი გადაიხადა.
ამ ტრანზაქციის შედეგად, კუკის საკუთრებაში Nike-ის 105,000-მდე აქცია დაგროვდა, ხოლო ინვესტიციის საერთო მოცულობა უკვე $6 მილიონს აჭარბებს.
ტიმ კუკი როგორც Nike-ის მსხვილი ინვესტორი, ასევე გულშემატკივარი და მომხმარებელია, რადგან Apple-ის პრეზენტაციებსა თუ ოფიციალურ ღონისძიებებზე მას ხშირად შეხვდებით Nike-ის ტანსაცმლითა თუ ფეხსაცმლით.
კუკის მერ ინვესტიციის გაზრდის სიახლე ბაზარმა იმდენად პოზიტიურად მიიღო, რომ Nike-ის შეფასება 2.5%-ით გაიზარდა და კაპიტალიზაციამ $85 მილიარდს მიაღწია.




























