მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TIME-ის 2025 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია ცნობილია

100

ჟურნალ TIME-მა ყველაზე გავლენიანი ადამიანების ყოველწლიური სია განაახლა. ჩამონათვალი, რომელშიც 100 ადამიანი ხვდება, იმათ აერთიანებს, რომლებიც გლობალურ წესრიგს ამკვიდრებენ და მის მომავალს განსაზღვრავენ. TIME 100-ში ხვდებიან როგორც პოლიტიკური ლიდერები, ასევე სპორტსმენები, არტისტები და ბიზნესმენები.

წარმოდგენილი სექტორები მრავალფეროვანია. 2025 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის არიან ტრამპის ადმინისტრაციის 6 წარმომადგენელი, 16 კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორები და ბიზნესლიდერები. ასევე უფლებადამცველები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები. ამასთან, TIME 100-ის სიაში ადამიანები მსოფლიოს 32 ქვეყნიდან მოხვდნენ. მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 22 წლის ლეონ მერჩანდია - ფრანგი მოცურავე, რომელმაც თავი პარიზის ოლიმპიადაზე გამოიჩინა; ყველაზე ასაკოვანი კი 84 წლის ნობელის ლაურეატი, მუჰამედ იანუსია, რომელიც გასულ ზაფხულს ბანგლადეშის დროებით მთავრობას ჩაუდგა სათავეში.

ყველაზე გავლენიან ადამიანებს შორის არიან საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი სახეებიც: მსახიობი და პროდიუსერი დემი მური, მუსიკოსი სნუპ დოგი, ყოფილი ჩოგბურთელი სერენა უილიამსი, მომღერალი ედ შერანი და სხვა.

წარმოგიდგენთ 2025 წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს:

Artists: ედ შერანი, სკარლეტ იოჰანსონი, დენიელ დეი კიმი, კრისტიან ბელი, ადამ სკოტი, რაშიდა ჯონსი, დიეგო ლუნა, ნიკოლ შეზინგერი, კრისტენ ვიგი, ვილი ჩავარია, დენიელ დეიდვეილერი, ჰოზიერი, მირანდა ჯულაი, ბრენდენ ჯაკობს-კენკინსი, მუჰამედ რაზოულფი, ანაბელ სელდორფი, იოშიმოტო ნარა;

ICONS: დემი მური, ჯალენ ჰართსი, ადრიენ ბროდი, ჟიზელ პელიკოტი, ჰირუკი სანადა, ანჯელინ მურიმირვა, დევიდ მიური, რაქელ უილისი, ბობი ბრაუნი, ანტონი რომერო, იოშიკი, ეიმი გრიფინი, ლეონ მერჩანდი, ფატო ბალდე;

LEADERS: კირ სტარმერი, კლაუდია შიენბაუმი, დონალდ ტრამპი, მარია კორინა მაჩადო, ილონ მასკი, მუჰამედ იანუსი, ჰოვარდ ლატნიკი, ტედროს ადანომ გებრეიესი, ჯეიდი ვანსი, რეშიმა კევალრამანი, ფრიდრიხ მერცი, მეგან კელი, ლი ჯეი-მიანგი, ტერესა რიბერა, რობერტ კენედ უმცროსი, ანდრეა ვიდაური, დუმა ბოკო, რასელ ვოიტი, ხავიერ მილეი, ნოა არგამანი, მო აბუდუ, აჰმედ ალ-შარა;

TITANS: სერენა უილიამსი, ედ ბასტიანი, ბლეიკ ლაივლი, ლორნ მაიკლსი, სიმონ ბეილსი, დოგ მაკმილიონი;

PIONEERS: დენის ჰასაბის, როზე, ენდრიუ ფორესტი, რობერტ მონტგომერი, ბრიანა სტიუარტი და ნაფესა კოლიერი, რობინ უალ კიმმერერი, დარიო ამბოდი, მაილს სმიტი, კორდელია ბარი, ჯული ბურკჰარტი, ლიან უენფენგი, ელისონ სესო, ტომას სილარი და უესლი სანდქუისტი;

INNOVATORS: სნუპ დოგი, ნიკი გლასერი, მა იანსონგი, ლარი ფინკი, კვამე ოვწუაჩი, სანდრა დიაზი, მიკალენ ტომასი, ჯონ ჩუ, ვენდი ფრიდმენი, ჯოშ კასკოფი, ჩუტატიპ სუნტარნონი, ქრისტიან ჰაპი, ისმაჰან ელუაფი, სკაი პერიმენი, ტიმ კადოგანი, რიჩარდ ტომპსონი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები