სოციალურ ქსელ Tinder-ს ახალი პრემიუმ პაკეტი დაემატა, რომლის ღირებულება თვეში 500 დოლარს შეადგენს. ამ პაკეტის შეძენით მომხმარებელი Tinder-ის ალგორითმის მხრიდან არნახულ უპირატესობას მიიღებს და ის გარკვეული პრივილეგიებით სარგებლობას შეძლებს.
წელიწადში 6,000 დოლარის სანაცვლოდ Tinder-ის პრემიუმ მომხმარებლებს პირდაპირ შეეძლებათ შეტყობინების გაგზავნა. გარდა ამისა, მათი პროფილი ჩამონათვალში ყოველთვის ყველაზე მაღლა იქნება წარმოდგენილი და ისინი ვერიფიკაციის სპეციალურ ნიშანსაც მიიღებენ.
აღსანიშნავია, რომ სერვისით სარგებლობისათვის Tinder-ის მხრიდან პირდაპირი მოწვევის მიღებაა აუცილებელი. როგორც კომპანიის ხელმძღვანელობა ამბობს, მოწვევას მხოლოდ Tinder-ის ყველაზე აქტიური მომხმარებლები მიიღებენ, რომლებიც მეგობრების შესაძენად და ახალ პარტნიორებთან შესახვედრად სოციალურ ქსელს განსაკუთრებით ხშირად იყენებენ.
500-დოლარიანი პრემიუმ პაკეტის გარდა, Tinder-ს შედარებით ხელმისაწვდომი შეთავაზებებიც აქვს - Plus-ი, Gold-ი და Platinum-ი, მათი ღირებულება კი 10-დან 30 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
თვეში 500 დოლარი სოციალური ქსელების არსებობის ისტორიაში დაფიქსირებული ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია, თუმცა კომპანია Tinder-ი ამ აბსურდულ სერვისზე მაინც დიდ იმედებს ამყარებს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.