მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

TIR-სისტემები, ციფრული გადაწყვეტები.. - AIIB-მა და IRU-მ შუა დერეფნის განვითარების საკითხები განიხილეს

შუა დერეფანი

აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა (AIIB), ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის (IRU) წევრთან - მდგრადი ტრანსპორტის გლობალური ინოვაციებისა და ცოდნის ცენტრთან (GSTIKC) ერთად, გამართა სემინარი, რომელიც მიეძღვნა ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას შორის ლოგისტიკურ კავშირებს. ღონისძიების ფარგლებში AIIB-მა და IRU-მ შუა დერეფნის განვითარების საკითხები განიხილეს. ამის შესახებ Trend-ი IRU-ზე დაყრდნობით იტყობინება.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ მთავრობების, საერთაშორისო ორგანიზაციების, ფინანსური ინსტიტუტებისა და დარგობრივი დაინტერესებული მხარეების წარმომადგენლები, რომლებმაც სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ტრანსსასაზღვრო ურთიერთქმედებისა და რეგიონული საინვესტიციო პრიორიტეტებზე ისაუბრეს.

Trend-ი წერს, ტრანსპორტის საერთაშორისო კავშირის მთავარმა წარმომადგენელმა აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რან ვანმა ჩინეთი-ცენტრალური აზიის მარშრუტების მაგალითზე TIR-სისტემის გამოყენების ბოლო მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება. მან განმარტა როგორ ეხმარება TIR-სისტემა ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებს დაკავშირებულ სავაჭრო ჰაბებად ჩამოყალიბებაში.

„უზბეკეთი, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთია იმ ორი ქვეყნიდან, რომლებსაც არა მხოლოდ თავად არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი, არამედ გარშემორტყმული არიან ასეთივე ქვეყნებით, TIR-სისტემის უმსხვილესი მომხმარებელი გახდა. ეს კი საზღვრის კვეთის პრობლემების დაძლევასა და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში სისტემის ეფექტურობას ადასტურებს“, - განაცხადა მან.

რან ვანმა ხაზი გაუსვა ფიზიკურ ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების მნიშვნელობას გადაზიდვების გამარტივების ისეთ ნაცად ინსტრუმენტებთან, როგორიცაა TIR.

„ციფრული გადაწყვეტილებების (მაგალითად, eTIR) და საკვანძო სასაზღვრო პუნქტებზე TIR-ის „მწვანე დერეფნების“ განვითარების წყალობით, ჩვენ მთელ რეგიონში ტრანსპორტს უფრო სწრაფს, პროგნოზირებადსა და მდგრადს ვხდით“, - თქვა მან.

რან ვანმა ასევე აღნიშნა, რომ TIR-სისტემების დანერგვა ხელს უწყობს ახალი სავაჭრო დერეფნების განვითარებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები