ოქროს ჯიბის საათი, რომელიც პირველი კლასის მგზავრს, იზიდორ სტრაუსს, ეკუთვნოდა აუქციონზე რეკორდულ 1.78 მილიონ გირვანქა სტერლინგად ($2.32 მილიონი) გაიყიდა. ბრიტანული სააუქციონო სახლის განმარტებით, რომლის აუქციონზეც გაიყიდა საათი, ნივთმა ტიტანიკის მემორაბილიის რეკორდი დაამყარა.
18 კარატიანი ოქროს საათი სტრაუსმა 1888 წელს, დაბადების დღეზე მიიღო საჩუქრად, იმავე წელს, როდესაც იგი ამერიკული კომპანია Macy’s-ის მეწილე გახდა. საათი 1912 წელს ტიტანიკის ჩაძირვის შემდეგ სტრაუსის ცხედართან ერთად იპოვეს.

სტრაუსი გემზე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, ცნობების თანახმად, მათ სამაშველო ნავებზე დასხდომაზე უარი თქვეს და გემის ჩაძირვას ერთად დაელოდნენ. სწორედ სტრაუსები არიან გამოსახულები ჯეიმს კამერონის 1997 წლის ფილმში, როგორც წყვილი, რომელიც გემზე ნებაყოფლობით დარჩა და სიკვდილს დაელოდა. საათის აღმოჩენისას მისი ისრები სწორედ გემის ჩაძირვის დროს, დილის 2 საათსა და 20 წუთს აჩვენებდა.
ტიტანიკის ყველაზე ძვირად ღირებული მემორაბილიის რეკორდი საათის გაყიდვამდე გასულ წელს გაყიდულ კიდევ ერთ ოქროს საათს ეკუთვნოდა. საათი გემის კაპიტნის იყო, რომელმაც ტიტანიკის 700-ზე მეტი მგზავრი გადაარჩინა. მისმა საბოლოო ღირებულებამ 1.56 მილიონი გირვანქა სტერლინგი შეადგინა($2.05 მილიონი).




























