ტიტების ფესტივალი სტამბოლის ერთ-ერთი ტრადიციაა. ქალაქი ამ დროს განსაკუთრებით ლამაზია, რადგან სკვერებში, მეჩეთებთან თუ სანაპიროებთან სხვადასხვა ფერის ტიტა ირგვება. გაზაფხულის მთავარი დღესასწაული ტურისტების საყვარელი ღონისძიებაა. აპრილის თვეში ტიტების ფესტივალის ზღაპრული სანახაობა კიდევ უფრო მეტ მოგზაურს მოტივაციას აძლევს ისტორიით დატვირთული ქალაქი ახლებურად შეისწავლოს. როდიდან აღნიშნავს ქალაქი ტიტების ფესტივალს და რა დგას ღონისძიების უკან?