აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რომლის თანახმადაც, ჰორმუზის სრუტეში კომერციულ ხომალდებზე თითოეული იერიშის საპასუხოდ ამერიკის შეერთებული შტატები ირანში თითო ხიდს ან ელექტროსადგურს გაანადგურებს.
თეთრი სახლის ლიდერმა აღნიშნული გაფრთხილება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შესაძლო სამიზნეებს შორის დედაქალაქ თეირანში ან მის სიახლოვეს განთავსებული სტრატეგიული ობიექტებიც შედის.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმების მორიგი ტალღა უკვე განახორციელა. ამასთან, თეთრი სახლის ადმინისტრაცია ირანის მხრიდან რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატებისა თუ სხვა შეიარაღების გამოყენების შემთხვევაში საპასუხო იერიშებს აანონსებს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ირანის კონფლიქტი თითქმის ორი კვირის წინ განახლდა და მხარეებს შორის ურთიერთობების მას შემდეგ ეტაპობრივად იძაბება.




























