მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“თითოეული მესაზღვრის ქცევა საქართველოს იმიჯზე აირეკლება”-საზღვარზე ინდოელი ტურისტების ნაწილს არ უშვებენ

64b14315d8dc0
ანუკა ჯოხაძე
14.07.23 23:30
1188
ფოტო: კახა მჭედლიძე

ინდოეთიდან ჩამოსულ ტურისტებს საქართველოს საზღვარზე პრობლემები ექმნებათ - ამაზე წლებია საუბრობს ტურიზმის სექტორი, თუმცა პრობლემა ისევ პრობლემად რჩება. როგორც "ინნ ჯგუფის" დამფუძნებელმა გადაცემა "წერტილში" ახსენა მთავრობას მუშაობა დაწყებული აქვს, თუმცა ჯერ საკითხი გადაწყვეტილი არ არის.

კონკრეტული მაგალითები ინდოელი ტურისტების საქართველოში არ შემოშვებაზე ჰოტელიერ მაია მურაჩაშვილსაც მოჰყავს, რომელიც ინდოეთის ბაზარზე წლებია მუშაობს. მისი თქმით, ამ კუთხით არსებული ხარვეზები წლების განმავლობაში აღმოფხვრილი იყო, თუმცა ბოლო ორი კვირაა იგივე პრაქტიკა დაბრუნდა.

მურაჩაშვილი აცხადებს, რომ იმ დროს, როცა ქვეყანაში მაღალმხარჯველი ტურისტების ნაკლებობაა მსგავსი პრობლემები საზღვარზე არ უნდა იქმნებოდეს. მისი თქმით, თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა ქვეყანა ინდოეთის ბაზარს, სამუდამოდ დაკარგავს.

“ბოლო 2 კვირაა აქტიურად მესმის ჩემი კოლეგების მხრიდან გულისტკივილი, რომ მათ "ინფო ტურებიც" კი გაუუქმეს. მე სექტემბრამდე ინდოეთიდან ტური არ მაქვს, მაგრამ მეც ვდგავარ ამ ტურების გაუქმების წინაშე, იმიტომ რომ არაერთმა მომწერა ის, რომ მათ გაიგეს, რომ საქართველოში შემოსულ ტურისტებს უკან აბრუნებენ და რისკს ვეღარ აიღებენ.

ესე ფაქტად მე არ მქონია, მაგრამ ის რომ ჯერ არ შემოსული ტურისტები შეიძლება არ შემოვიდნენ და ტურები გამიუქმდეს ძალიან ცუდია. ერთხელ გადალახულ ბარიერზე თუ მეორე ბარიერს დაუდებ ძალიან ცუდი შედეგები მოჰყვება ამას და ალბათ ინდოეთი სამუდამოდ და დიდი ხნით ჩვენთვის დაკარგული იქნება.”-ამბობს მაია მურაჩაშვილი.

მურაჩაშვილი აცხადებს, რომ გადასამოწმებელია მესაზღვრეების კომპეტენციაც. მისი თქმით, მესაზღვრემ არგუმენტირებული გადაწყვეტილებები უნდა მიიღოს, რადგან ეს ქვეყნის იმიჯზე აისახება.

“მესაზღვრეების კომპეტენციაც უნდა გადამოწმდეს, რამდენად კომპეტენტურად აბრუნებს საზღვრიდან ტურისტებს თავის ქვეყანაში. თითოეული მესაზღვრის ქცევა საქართველოს იმიჯზე აირეკლება. აქედან გამომდინარე ეს უნდა იყოს ძალიან კარგად შერჩეული კადრი, ძალიან კომპეტენტური და ძალიან ლოგიკურად უნდა ახსნას ეს ასე რატომ გააკეთა. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი ადამიანი ხასიათის მიღმა დგას ოჯახები, ბიზნესები და ქვეყნის იმიჯი. აი ამას როცა კარგად გაიაზრებენ, იქნებ გვეშველოს რამე,”-აცხადებს მაია მურაჩაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები