მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თითოეული თანამშრომლის სამსახურიდან წასვლა ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა“ - ანი ალიბეგაშვილი

STEP INN

ყაზბეგის სტუმარმასპინძლობის სექტორი კადრების დეფიციტის პრობლემაზე საუბრობს.  „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას, სასტუმრო Step inn-ის დამფუძნებელმა, ანი ალიბეგაშვილმა განაცხადა, რომ ყველაზე მტკივნეული საკითხი ბიზნესის მართვისას კვალიფიციური კადრების დეფიციტია.

„არ მეგონა თუ ასე რთული იქნებოდა გუნდის შექმნა, კადრების მოზიდვა, დასაქმება. ადგილობრივების დასაქმება ფაქტობრივად გამორიცხულია, რადგან მათ თავიანთი საქმე აქვთ. გვიწევს თბილისიდან და სხვა რეგიონებიდან კადრების ჩამოყვანა და გადამზადება, თუმცა ყველა აქ ვერ ჩერდება, კლიმატური პირობების თუ სხვადასხვა მიზეზებით.  თითოეული თანამშრომლის სამსახურიდან წასვლა ჩვენთვის დიდი ტრაგედიაა,“ - აცხადებს ანი ალიბეგაშვილი.

დასაქმებისას სოციალურ დახმარებაზე მყოფი ადამიანების პრობლემაც იჩენს თავს.

„ქვეყანაში 600 ათასზე მეტი ადამიანია სოციალურად დაუცველი. მათ სურთ რომ ხელზე გადავუხადოთ ხელფასი, რაც შეუძლებელია. თუ გინდა, რომ კეთილსინდისიერად მართო ბიზნესი და გქონდეს ყველაფერი გამჭვირვალე, ძალიან რთულია მორგება იმ რეალობაზე, რა რეალობაც ქვეყანაში გვაქვს. მოკლედ ჩვენს სექტორს ძალიან უჭირს და აქ უკვე აღარ არის საუბარი ხელფასებზე,“ - აღნიშნა Step inn-ის დამფუძნებელმა.

2 მილიონი ევროს უცხოური ინვესტიციით Step Inn-ის მშენებლობა სტეფანწმინდაში არსებული კლიმატური პირობების გამო 4 წლის განმავლობაში მიდიოდა, დღეს კი ბუნებასთან შერწყმული მთების ფორმის 19-ნომრიანი სასტუმრო ადგილობრივ თუ უცხოელ დამსვენებელს განთავსებასთან ერთად სხვა აქტივობებსაც სთავაზობს.

 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები