მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თითქმის 2 წელი ვიმუშავე ბიზნესომბუდსმენის მოადგილედ... ახლა დადგა დრო რაღაცეები შეიცვალოს"

5dc946fdad752
თელარა გელანტია
11.11.19 15:33
1068
ბიზნესომბუდსმენის ყოფილი მოადგილე ლევან კალანდაძეს Facebook-ის პირად გვერდზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

„თითქმის ორი წელი, უფრო ზუსტად წელიწადი და ათი თვე ვიმუშავე საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოადგილედ. გულწრფელი ვიქნები და ვიტყვი, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კარიერული ეტაპი ჩემს ცხოვრებაში.

თუმცა, ახლა დადგა დრო რაღაცეები შეიცვალოს...

უამრავი საინტერესო ადამიანი, არაეთი საინტერესო ინიციატივა, ძალიან ბევრი საინტერესო ბიზნესქეისი და ბიზნესდავა, რომელთაგან ბევრი პოზიტიურად და დადებითად გადაწყდა. საოცარი განცდაა ამ პროცესის თანამონაწილეობა, როცა დადებითი შედეგით, პრინციპში გამარჯვებით, ასრულებ სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოებთან ბიზნესდავას. თუმცა, გადასაწყვეტი და ბოლომდე მისაყვანი ჯერ კიდევ ბევრი ქეისია.

რამდენიმე მადლობა:

მადლობა ბიზნესომბუდსმენის აპარატის მთელ სტაფს, უკლებლივ ყველა თანამშრომელს. მართალია, სულ თორმეტი ადამიანია, მაგრამ ეს არის ერთ-ერთი მაღალკვალიფიციური, პროფესიული და ეფექტური გუნდი მთელ აღმასრულებელ ხელისუფლებაში.

მადლობა ყველა იმ ბიზნესასოციაციას და ბიზნესგაერთიანებას, ვისთანაც ამ ორი წლის განმავლობაში ძალიან მჭიდროდ და ინტენსიურად ვიმუშავეთ, პრაქტიკულად ყოველდღიურ, უწყვეტ რეჟიმში.

მადლობა ყველა იმ სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოს, სამინისტროებს, დეპარტამენტებს, სააგენტოებს, სამსახურებს, ვისთანაც პარტნიორულ რეჟიმში გვიწევდა მუშაობა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში და ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღება.

მადლობა (განსაკუთრებული) რა თქმა უნდა მედიას აქტიური თანამშრომლობისა და პარტნიორობისათვის. გადაუჭარბებლად შემიძლია ვთქვა, რომ მათ გარეშე ბევრი საკითხი და დავა გაცილებით რთულად გადასაწყვეტი იქნებოდა.

და ბოლოს, მადლობა ირაკლი ლექვინაძეს. უბრალოდ, მადლობა. ზედმეტი განმარტებებისა და კონკრეტიკის გარეშე.
P.S. შევხვდებით სხვა ფორმატში...“, - წერს კალანდაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები