მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ტკბილ ქვეყანას“ მოგება გაეზარდა

ტკბილი ქვეყნის საწარმო

საკონდიტრო საწარმოს "ტკბილ ქვეყანა" შემოსავალი და მოგება გაეზარდა.

კომპანიამ 2022 წლის ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2022 წელს წლიური ამონაგები 36.8 მლნ ლარამდე გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.9 მლნ ლარით მეტია. ამავე პერიოდში  კომპანიის წმინდა მოგებამ  3,6 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მონაცემებთან  შედარებით 21.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

კომპანიის მენეჯმენტის განცხადებით,  მოგების სიდიდე გაზრდილია, რაც განპირობებულია შემოსავლების ზრდით.  

"2023 წლის განმავლობაში „ტკბილი ქვეყანა" აპირებს ადგილობრივი სუპერმარკეტების ქსელებში პროდუქციის განთავსების მნიშვნელოვნად გაზრდას. ეს მიიღწევა არსებული პროდუქციის ხაზებზე ახალი გემოების დამატებით და ახალი პროდუქციის ხაზების შეძენით“, - ნათქვამია  ანგარიშში. 2023 წელს კომპანიამ 1.3 მლნ ლარის დივიდენდები გაანაწილა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები