მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ტკბილეულის მწარმოებელი Mars-ი ამერიკაში წარმოებაზე $2 მილიარდის ინვესტიციას განახორციელებს

ინვესტიცია
BM. GE
31.07.25 22:02
509

ტკბილეულის მწარმოებელმა ცნობილმა ბრენდმა, Mars-მა 2025-2026 წლებში ამერიკულ წარმოებაში $2 მილიარდის ინვესტირების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნული თანხიდან $240 მილიონი კომპანიამ კონკრეტულ პროექტში უკვე ჩადო და 30 ივლისს, იუტას შტატში Nature Bakery-ს ფილიალის გახსნა. გახსნილმა ობიექტმა 230 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. ადგილზე ყოველწიურად 1 მილიარდი შოკოლადის ფილა დამზადდება.

Mars-ი რამდენიმე დღეში კიდევ ერთი ობიექტის, Royal Canin-ის ბრენდის ცხოველთა საკვების საწარმოს გახსნას აპირებს. შენობა ოჰაიოში მდებარეობს და გახსნის შემდეგ 270 ადამიანს დაასაქმებს. პროექტის საერთო ღირებულება $450 მილიონია. ცნობისთვის, Royal Canin-ი Mars-ის კორპორაციაში შემავალი ბრენდია და ის ცხოველთა საკვებ პროდუქტებს აწარმოებს.

რაც შეეხება დანარჩენ მილიარდ-ნახევარს, ჯერჯერობით კომპანია არ აკონკრეტებს, რა პროექტებში ჩადებს ინვესტიციას. ამჟამად Mars-ი ამერიკის შტატებში 38 საწარმოს ფლობს. დასაქმებულთა რაოდენობა კი 70,000-ს აჭარბებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები