თხილის ბაზრის მონიტორინგს ვხურავთ, რადგან ამ ბაზარზე რეალურად კონკურენცია არის - ამის შესახებ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ, BMGTV-ის გადაცემა "საქმის კურსში" განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული ბაზრის მონიტორინგის შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
„თხილის ბაზრის მონიტორინგი რამდენიმე დღეში დასრულდება და ჩვენ ამ მონიტორინგს ვხურავთ რადგან, ამ ბაზარზე რეალურად კონკურენცია არის. ის პრობლემატიკა, რაც ფერმერებმა ჩვენთან მოიტანეს რეალურად სხვადასხვა ფაქტორებით არის გამოწვეული და არა კონკურენციის ნაკლებობით.
საკითხი ეხებოდა სეზონზე ექსპორტიორების მხრიდან ფასებით მანიპულაციას, თუმცა ვნახეთ, რომ ამ ბაზარზე ბევრი ექსპორტიორია და შეუძლებელია ერთმანეთთან შეთანხმებით გარკვეული მანიპულაციები. ძირითადად ხარისხობრივი და სხვა პარამეტრებით არის ფასთა შორის სხვაობები. მონიტორინგის გამოვაქვეყნებთ მიმდინარე კვირას ან მომდევნო კვირის დასაწყისში, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
შეგახსენებთ, რომ თხილის ბაზრის მიმართულებით, სააგენტომ შუალედური ანგარიში მიმდინარე წლის დასაწყისში გამოაქვეყნა. რაც შეეხება სხვა ბაზრებს, რომელთა მონიტორინგი კვლავ მიმდინარეობს, არის თამბაქოს, საავტომობილო საწვავის და ლურჯი მოცვის.
ამასთან, 2023 წელს, სააგენტომ დაასრულა 2 მონიტორინგი - საბანკო დაზღვევის ბაზრის მონიტორინგი, გაიცა 6 რეკომენდაცია და თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მონიტორინგი.