ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტის თხილის საერთაშორისო ბაზრებზე დაბინავების პროცესი მიმდინარეა. 2023 წლის მოსავალმა წინასწარი პროგნოზი ვერ გაამართლა და როგორც კომპანიებში აცხადებენ, მოსავლის რაოდენობა საპროგნოზო მონაცემებს დაახლოებით 10 000 ტონით ჩამორჩება. წლევანდელი თხილის მოსავალი არც ხარისხით გამოირჩევა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ თხილის დასუბსიდირების გადაწყვეტილებაც მიიღო. გასული წლის მსგავსად, პროგრამა წელსაც გრძელდება.
➡ჯენერ ბელქანია - Geo Nuts, დირექტორი;
➡ბაია სალუქვაძე - „აგრითრეიდის“ და „ჯორჯიან პროდაქტ რენესანსის“ დამფუძნებელი;
➡ლევან ქარდავა - “თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია”, აღმასრულებელი დირექტორი;
➡გიორგი თოდუა - “თხილის მწარმოებელთა ასოციაციის” თავმჯდომარე;