მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TKT.ge აფიშა - 12 ივნისი

TKT აფიშა
12.06.24 07:52
65

მედეა - ბიძინა კვერნაძის სახელობის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი

პარასკევი, 14 ივნისი 19:00

აღწერა

ბიძინა კვერნაძის სახელობის ფესტივალი წელს უკვე მესამედ ჩატარდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, აჭარის კულტურის სამინისტროსა და ბათუმის მერიის მხარდაჭერით მხარდაჭერით.

ფესტივალის ფარგლებში ოთხი საღამოა დაგეგმილი. მათ შორის, ბათუმში, (ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი) ერთი თბილისში (რუსთაველის ეროვნულ თეატრში) და ერთიც სიღნაღში, ბიძინა კვერნაძის მშობლიურ ქალაქში.

წლევანდელი ფესტივალი 14 ივნისს, ბათუმში, საზეიმოდ გაიხსნება ლუიჯი ქერუბინის ოპერის „მედეა“ წარმოდგენით.

პრემიერა „ექო" - ყველა დროის საუკეთესო ქართული სიმღერები

პარასკევი, 14 ივნისი 20:00

აღწერა

წისქვილის „თეატრი“ წარმოგიდგენთ მუსიკალური საღამოების სერიათა ციკლს პროექტიდან „ექო“.

ექსკლუზიურად „თეატრის“ აუდიტორიისთვის - პროექტი აერთიანებს სხვადასხვა ეპოქის, სტილისა და ჟანრის მუსიკას, არტისტული, ქარიზმატული და სანახაობრივი ინსცენირებითა და თანამედროვე ექოთი, გამოგზაურებთ ქართულ და მსოფლიო მუსიკალურ სამყაროში.

ეძღვნება ჰანს ზიმერს. Mystery Ensemble

პარასკევი, 14 ივნისი 20:00

აღწერა

✨ უნიკალური კონცერტი 14 ივნისს, 20:00 საათზე,თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გაიმართება. საღამოს პროგრამაში შედის მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორის ჰანს ზიმერის შემოქმედება თანამედროვე ორკესტრის Mystery Ensemble შესრულებით. აღფრთოვანება მთელი ოჯახისთვის გარანტირებულია

Stephane - Powered By Mono Hall Tbilisi

პარასკევი, 14 ივნისი 20:00

აღწერა

14 ივნისს - თანამედროვე მუსიკალური სცენის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო მუსიკოსი სტეფანე - Mono Hall-ის ორგანიზებით Spacehall Kustba-ზე, უპრეცედენტოდ მასშტაბურ შოუ-კონცერტს გამართავს. სპეციალური მოწვევით, მსმენელის წინაშე წარსდგებიან: მაო, ფანიკო, თამადა და ჯგუფი "AVARA".

RESO KIKNADZE QUINTET

ოთხშაბათი, 12 ივნისი 21:00

აღწერა

🎶 შემოგვიერთდით კლასიკური ჯაზის დაუვიწყარ საღამოზე რესო კიკნაძის კვინტეტთან ერთად! 🎷✨ ჩაყვინთეთ ჯაზის სამყაროში, სადაც თითოეული მუსიკოსი არა მხოლოდ ასრულებს, არამედ ცხოვრობს მუსიკის მეშვეობით

სთენდაფ შოუქეისი თეატრი ათონელზე

კვირა, 16 ივნისი 21:00

აღწერა

პირველი საზაფხულო სთენდაფ შოუქისი: "ვიცინოთ თუ ვიტიროთ?" ჩვენთვის უსაყვარლეს სცენას ამჯერად მინდია, ივა, საბა და მურთაზი დაიკავებენ, საღამოს წამყვანი კი ნინიკო ლეკიშვილი იქნება

16 ივნისს, 21:00 საათიდან, თეატრი ათონელზე ქართული სთენდაფ კომედიის მოყვარულებს გაგიმასპინძლდებათ

ქსენია ფედოროვა – ფორტეპიანო, ვოკალი, გაჯეტები

კვირა, 16 ივნისი 20:00

აღწერა

ემოციური სიმღერები, ზოგი მსუბუქი, ზოგიც ხმაურიანი და საშინელი. რიტმის სირთულე, ფორტეპიანოს ნაწილებში, ჰარმონიის სიმდიდრითა და შესანიშნავი შესრულების უნარებით ხვდება დელიკატურ სიმღერას დაუცველ თემებზე, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას როგორც თერაპიული სესიები.

სალონური საუბრები: აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის „სიყვარული" ფარგლებში გაიმართება შეხვედრა რეზო კორინთელთან.

ოთხშაბათი, 12 ივნისი 20:00

აღწერა

აზროვნების აკადემიაში ლექციათა ციკლის „სიყვარული" ფარგლებში გაიმართება შეხვედრა რეზო კორინთელთან.

თემა - „სიყვარულის ტიპები"

რივო - ლისი ივენთ ჰოლი

პარასკევი, 14 ივნისი 21:00

აღწერა

14 ივნისს - Lisi Event Hall-ში თანამედროვე სცენის გამორჩეული ფრანგი არტისტი და პროდიუსერი Rivo დაუკრავს.

Rivo ელექტრონული მუსიკით 15 წლის ასაკიდან დაინტერესდა და დაიწყო საკუთარი მუსიკის შექმნა. მის კარიერაში გარდამტეხი როლი შეასრულა 2023 წელს შექმნილმა რემიქსმა, ბრიტანული დუოს Disclouser-ის ჰიტზე ‘You & Me”.

კომპოზიცია გამოსვლისთანავე გახდა პოპულარული - 3,3 მილიარდი ნახვით TikTok პლატფორმაზე და 600 მილიონი სტრიმით Spotify-ზე.

Bedford Falls • Factory Tbilisi (Outdoor Stage)

შაბათი, 15 ივნისი 21:00

აღწერა

Long time no see, - საგრძნობლად ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ბედფორდები ბრუნდებიან..

15 ივნისს, სტოქტონი და თიბისი ახალი თაობისთვის წარმოგიდგენთ Bedford Falls-ის ლაივს

Factory Tbilisi-ს ეზოში (Coca-Cola ს ყოფილი ქარხანა)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები