Husky მოტოსკოლა
11:00 - 18:00 (სამუშაო დრო)
აღწერა
ჰასკის მოტო სკოლაში გეძლევათ შესაძლებლობა უმოკლეს ვადაში დაეუფლოთ მოტოციკლის მართვას, მოემზადოთ A კატეგორიის პრაქტიკული გამოცდის ჩასაბარებლად.
ალილოს საღამო შუაგულში
შაბათი, 16 მარტი 19:00
აღწერა
🎤🎹 შუაგულში გაზაფხულის კონცერტების სერია გრძელდება
🌟 ყველასთვის საყვარელი ანსამბლი “ალილო” შუაგულის სცენაზე პოპულარული რეპერტუარით ბრუნდება და მსმენელს მორიგ დაუვიწყარ მუსიკალურ საღამოს აჩუქებს.
🕺 საღამოს ენერგიულ დასასრულზე კი DJ ნიკა ედიბერიძე იზრუნებს და 01:00 საათამდე ყველა დროის ნამდვილ ჰიტებს შემოგთავაზებთ.
კლასიკური მუსიკის საღამო ვერდეში
აღწერა
მარტში, ყოველ პარასკევს, 20:00 საათზე ერთად მოვუსმენთ კლასიკურ მუსიკას, რომელმაც დროს გაუძლო, გვანცა ფუტკარაძის შესრულებით და ჩვენი შეფმზარეულის მიერ რუდუნებით შემუშავებული საუცხოო კერძების თანხლებით…
Jan Blomqvist ( Live ) x MONUMENT
შაბათი, 23 მარტი 23:00
Spacehall
აღწერა
23 მარტს, Monument-ის ორგანიზებით, Spacehall-ში გერმანელი მუსიკოსი, მომღერალი და პროდიუსერი - Jan Blomqvist დაუკრავს.
მარტორქები
აღწერა
თეატრის განვითარების ფონდისა და სოხუმის თეატრის ერთობლივი სპექტაკლი
პიესის ავტორი - ეჟენ იონეს, კორეჟისორი - ზურაბ გეწაძე, მხატვარი - შოთა გლურჯიძე, კომპოზიტორი - ერეკლე გეწაძე, ქორეოგრაფი - ნათია ბუნტური, ინსცენირებისა და ტექსტის ადაპტაციის ავტორი - ზურაბ გეწაძე, გამოყენებულია დავით კახაბერის თარგმანი.
რამონა
აღწერა
ასაკობრივი შეზღუდვა 12 წლამდე
დაგვიანებულები სპექტაკლზე არ დაიშვებიან.
„რამონა“ – ორი ორთქმავლის სიყვარულის ისტორიაა. პიესის მოქმედება დიდი სამამულო ომის შემდგომ, რკინიგზის სადგურ ,,რიონში” ვითარდება. მძლავრი ორთქმავალი ერმონი სამსახურებრივი მივლინებით მიემგზავრება შორეულ მხარეში „ხუთწლედის ოთხწლედში დასასრულებლად“. სამანევრო რამონა კი რკინიგზის პატარა სადგურში რჩება და ქმარს ელოდება. მისი დღეები მოგონებებითა და მონატრებითაა სავსე. თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე გრძელდება ეს განშორება და ახალი განსაცდელი მოაქვს გმირებისათვის. რამონას ცხოვრება სამუდამოდ იცვლება, როცა ქალაქში მოხეტიალე ცირკი შაპიტო გამოჩნდება. განშორებული შეყვარებულები ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ როგორი იქნება ეს შეხვედრა და რა გარემოებებში, მაყურებლისათვის სპექტაკლის უკანასკნელ წუთებამდე გამოცანად რჩება.
სამანიშვილის დედინაცვალი (14+)
პარასკევი, 15 მარტი 19:00
აღწერა
მოთხრობა „სამანიშვილის დედინაცვალი“ 1897 წელს დაიწერა, მაშინ როცა ახალმა, გარემო პირობებმა ეკონომიური ნიადაგი გამოაცალა თავად-აზნაურთა წოდებრივ პრივილეგიებს.
„თბილისი ხომ სიმღერაა“ - ნუცა ჯანელიძის იუბილე და სახელობითი ვარსკვლავის გახსნა
სამშაბათი, 12 მარტი 20:00
თბილისის საკონცერტო დარბაზი