15 მარტს ახალ ლოკაციაზე, ცამეტში-ში მსმენელის წინაშე წარდგება უნიჭიერესი დიჯეი და პროდიუსერი Filip Fisher,რომელიც თავის 10 წლიან გამოცდილებას ელექტრონული მუსიკის სფეროში გაუზიარებს ქართველ მსმენელს✨🪩Fisher არის Sense Artists დუეტის თანამონაწილე და Innēr Sense Records-ის ლეიბლის მფლობელი,მას არა ერთხელ დაუკავებია სცენა სხვადასხვა ღონისძიებებზე თუ ფესტივალებზე როგორიცაა: Exit Festival(რომლის რეზიდენტიცაა 2014 წლიდან) ასევე Dance Arena 2022 (სერბეთი), ADE 2017/19 (ჰოლანდია), D-EDGE (ბრაზილია), Marquee (ნიუ-იორკი), კრემლი (ლისაბონი),Fresh Wave Festival (ბოსნია), Matine Fest, Illusions and Topiljenje (სერბეთი),აღსანიშნავია ისიც, რომ Fisher-ი ამ წლების განმავლობაში სცენას იზიარებდა სხვადასხვა პოპულარულ არტისტებთან როგორებიც არიან: Boris Brejcha, Adriatique, Mathame, Fideles, HOSH და სხვა… Fisher-თან ერთად სცენას შეუერთდებიან ცნობილი ქართველი არტისტები UCHA და ENQ
Anacondaz დაიწყებს მათი მე -15 საიუბილეო ტურნეს პირველ ნაწილს 2024 წლის გაზაფხულზე! ერთგული მსმენელები ისარგებლებენ მუსიკალური ჯგუფის თხუთმეტწლიანი ისტორიის ყველაზე საკულტო სიმღერების შერჩევით და ტრადიციის მიხედვით ძლიერი ცოცხალი შოუ!
მარტში, ყოველ პარასკევს, 20:00 საათზე ერთად მოვუსმენთ კლასიკურ მუსიკას, რომელმაც დროს გაუძლო, გვანცა ფუტკარაძის შესრულებით და ჩვენი შეფმზარეულის მიერ რუდუნებით შემუშავებული საუცხოო კერძების თანხლებით…
„რამონა“ – ორი ორთქმავლის სიყვარულის ისტორიაა. პიესის მოქმედება დიდი სამამულო ომის შემდგომ, რკინიგზის სადგურ ,,რიონში” ვითარდება. მძლავრი ორთქმავალი ერმონი სამსახურებრივი მივლინებით მიემგზავრება შორეულ მხარეში „ხუთწლედის ოთხწლედში დასასრულებლად“. სამანევრო რამონა კი რკინიგზის პატარა სადგურში რჩება და ქმარს ელოდება. მისი დღეები მოგონებებითა და მონატრებითაა სავსე. თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე გრძელდება ეს განშორება და ახალი განსაცდელი მოაქვს გმირებისათვის. რამონას ცხოვრება სამუდამოდ იცვლება, როცა ქალაქში მოხეტიალე ცირკი შაპიტო გამოჩნდება. განშორებული შეყვარებულები ისევ შეხვდებიან ერთმანეთს, მაგრამ როგორი იქნება ეს შეხვედრა და რა გარემოებებში, მაყურებლისათვის სპექტაკლის უკანასკნელ წუთებამდე გამოცანად რჩება.
მოთხრობა „სამანიშვილის დედინაცვალი“ 1897 წელს დაიწერა, მაშინ როცა ახალმა, გარემო პირობებმა ეკონომიური ნიადაგი გამოაცალა თავად-აზნაურთა წოდებრივ პრივილეგიებს.