მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TKT.ge აფიშა - 20 თებერვალი

TKT აფიშა
20.02.24 08:05
462

სამანიშვილის დედინაცვალი (14+)
პარასკევი, 15 მარტი 19:00

აღწერა
მოთხრობა „სამანიშვილის დედინაცვალი“ 1897 წელს დაიწერა, მაშინ როცა ახალმა, გარემო პირობებმა ეკონომიური ნიადაგი გამოაცალა თავად-აზნაურთა წოდებრივ პრივილეგიებს.
კლდიაშვილის შემოქმედების მთავარი თემა - იმერეთის გაღარიბებული „შემოდგომის აზნაურების“ ცხოვრების მწუხრის ასახვაა. გაღარიბებული აზნაურების თავმომწონეობა სრულიად არ შეეფერება რეალურ ვითარებას. სწორედ აქ დაინახა კლდიაშვილმა თავისი „ცრემლნარევი სიცილის“ სათავე; განწირული აზნაურების შინაგანი ტრაგიკული ბუნება მან გარეგნულად კომიკური ფორმით გამოხატა, რამაც მის სამწერლო სტილს განუმეორებელი, მხოლოდ კლდიაშვილისთვის დამახასიათებელი ინდივიდუალობა მიანიჭა. ახალი ვითარების ალღო ვერ აუღო მოთხრობის გმირმა, ბეკინა სამანიშვილმა, რომელიც ძველი წარმოდგენებით ცხოვრობს. მისი შვილი, უბრალო მიწის მუშად ქცეული პლატონი, წელებზე ფეხს იდგამს, რომ ოჯახს ცხოვრების სახსარი შეუნარჩუნოს. დაქვრივებული ბეკინას სურვილი მეორე ცოლის შერთვისა, რაც ქონების მოზიარის საშიშრობას უქმნის პლატონს, აიძულებს მას საკუთარი სადედინაცვლოს - ორნაქმარევი უშვილო ქალის მაძიებლის დამამცირებელი და კომიკური როლი იკისროს.

Winter Jazz 2024
Hotel Carpe Diem Gudauri

აღწერა
24 – 25 თებერვალს, გუდაურში, სასტუმრო კარპე დიემსა და მის ტერიტორიაზე, ფესტივალი Winter Jazz 2024 გაიმართება.
წლევანდელ ფესტივალს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 11 არტისტი სტუმრობს, რომლებიც ორი დღის განმავლობაში გუდაურის სტუმრების წინაშე წარდგებიან.

ფლორიან ზელერის ,,დედა,,

აღწერა
დამოუკიდებელი თეატრალური კომპანია ,,გიენოსი,, _ს მეორე ნამუშევარი.
ტრილოგიის დასასრული.
პირველად საქართველოში.
ეს არის ამბავი ქალზე-ამბავი დედაზე, რომელმაც საკუთარი თავი,საკუთარი ცხოვრება მიუძღვნა ოჯახს. რა არის დედის ტვირთი?რისი და რამდენის ატანა შეუძლია მას? რა შეცდომებს ვუშვებთ შვილები და მეუღლეები ,,დედასთან,, ურთიერთობის დროს?
სად გადის ზღვარი ოჯახზე ზრუნვასა და საკუთარი ცხოვრების დაკარგვას შორის?

Vini Vici - Mono Hall Tbilisi

აღწერა
23 მარტს - Mono Hall-ში - Psytrance ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დუო - VINI VICI დაუკრავს.
VINI VICI - Aviram Saharai-ს და Matan Kadosh-ს მიერ ადრეულ 2000-იანებში ისრაელში დაფუძნებული პროექტია, რომელიც ათეული წლებია ვითარდება და ტურნეებს მართავს მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქებში.

პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები

აღწერა
“გრძნობებით მანიპულირება. სიყვარული როგორც ავადმყოფობა. საკუთარი ვნების გალიაში მოხვედრა. რაინერ ვერნერ ფასბინდერის პიესა “პეტრა ფონ კანტის მწარე ცრემლები” 1971 წელს დაიწერა. ცნობილი ფილმი კი 1972 წელს შეიქმენა.
"არ მიყვარს, როცა მე მაწამებენ, - მიყვარს, როცა თავად ვაწამებ საკუთარ თავს" ამობდა, ფილმის რეჟისორი რაინერ ვერნერ ფასბინდერი. რეჟისორის ეს ფრაზა ყველაზე კარგად ასახავს ფილმის არსს. წამებაში, რა თქმა უნდა, სულიერი წამება და გრძნობებით მანიპულირებაა ნაგულისხმები.
მელოდრამატული ისტორია სცდება ჟანრის საზღვრებს და მძაფრი სასიყვარულო ისტორიის ფონზე, უფრო კონცეპტუალური დრამა ხდება, რომელშიც წამოწეულია ისეთი თემები, როგორც არის მარტოობა, სხვისი გრძნობებით მანიპულირება, მორჩილება, თავისულფლება.”

Lucky Love - Mono Hall Tbilisi

აღწერა
6 აპრილს - პირველად თბილისში - Mono Hall, თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფრანგ მომღერალს - Lucky Love-ს უმასპინძლებს. მუსიკალურ თავგადასავალს, ლოკალური სცენის გამორჩეული არტისტი, Ucha განაგრძობს. შემოგვიერთდი ✨
Lucky Love (ნამდვილი სახელი Luc Bruyère) - ფრანგი მომღერალი, პოეტი, მოცეკვავე და მოდელია, ხოლო შემოქმედება კი სავსეა მრავალმხრივ საინტერესო თავგადასავლებით. საერთაშორისო მუსიკალური გამოცემები, ხშირად Lucky Love-ს, როგორც თანამედროვეობის ფრედი მერკურის ისე მოიხსენიებენ. მისი მკვეთრად სახასიათო გარეგნობა და ხავერდოვანი ხმის ტემბრი, გუგრილს არ ტოვებს მსმენელს, მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟულ სცენებზე. Lucky Love-ის შემოქმედება, ემოციური შეგრძნებების ოდისაეში მოგზაურობას ჰგავს. არტისტი აქტიურად თანამშრომლობს ისეთ მსოფლიო დონის ბრენდებთან, როგორიც არის: Yves Saint, Gucci და სხვები.

Sister Sledge Live!

აღწერა
We are Excited To Welcome the Sledgendary Family at Legendary Place - Adam and Eve
8 მარტს შემოგვიერთდით ლეგენდარული ჯგუფის Sister Sledge-ის დაუვიწყარ კონცერტზე.
Sister Sledge არის ამერიკული მუსიკალური ჯგუფი ფილადელფიიდან, სწორედ მათ ეკუთვნის ყველასთვის საყვარელი გრემის მფლობელი ჰიტები “We Are Family” “He’s the Greatest Dancer” და “ I’m So Excited”.

კალათბურთი | საქართველო - სერბეთი

აღწერა
საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრები FIBA EuroBasket 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ საშინაო თამაშს სერბეთის წინააღმდეგ 26 თებერვალს, 21:00 საათზე, „თბილისი არენაზე“ (უნივერსიტეტის ქუჩა 15ა) გამართავს.
სერბეთთან მატჩი ბოლო იქნება გიორგი ცინცაძისთვის, რომელიც 20 წელი იცავდა ეროვნული ნაკრების ღირსებას და გუნდურ სახეობებში ჩატარებული თამაშებით საქართველოს აბსოლუტური რეკორდსმენია!
სერბეთთან მატჩზე დასწრებით გულშემტკივარს შანსი ეძლევა თვალი ადევნოს გიორგი ცინცაძის 217-ე სანაკრებო მატჩს და რეკორდსმენი კალათბურთელი ნაკრებიდან გააცილოს!

ფრეკენ ჟული

აღწერა
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi - ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი. თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.

Matthias Meyer at Noble Savage

აღწერა
24 თებერვალს, კლუბი Noble Savage უმასპინძლებს Matthias Meyer-ს. მას Welcoming Set -ით ქართველი არტისტი გუგა თურქაძე, სასცენო სახელით So Laut დახვდება.
კლუბ Watergate-ის დიდი ხნის რეზიდენტი დიჯეი და პროდიუსერი მატიას მეიერი გახლავთ ძალიან მოთხოვნადი სელექტორი მსოფლიოს მასშტაბით. მატიას-ის სეტები აჩვენებენ მის უნიკალურ სტილს, რომელიც მერყეობს ამაღლებული ორკესტრალური რითმებსა და ღრმა, ჰიპნოზურ ტომობრივ ჭრილებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები