მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TKT.ge აფიშა - 25 აპრილი

TKT აფიშა
25.04.24 08:57
20

ოტელო

ხუთშაბათი, 25 აპრილი 20:00

აღწერა

თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi - ის ტერიტორიაზე. სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი.

თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.

უსახელო მებრძოლები

ხუთშაბათი, 25 აპრილი 20:00

აღწერა

ამბავი გმირებისა რომელთა სახელი ისტორია ვერ შემოინახა

მოკლე აღწერა

ქართული ბრძოლის ამბავი სპექტაკლად იქცა!

უსახელო მებრძოლებზე არც მემატიანეები წერდნენ, არც დიდი მწერლები და არც ისტორიას შემოუნახავს მათი ამბავი...

"ჰოროლის" მიერ ნაამბობი ისტორია უსახელო მებრძოლებზე, უნიკალურია თავისი არსით.

კვერცხის მოხატვის და ჯეჯილის დამზადების მასტერკლასი.

აღწერა

ველოდებით თქვენს პატარებს სააღდგომო კვერცხების მოსახატად.

ბავშვებს ექნებათ შესაძლებლობა, მოამზადონ და გააფორმონ სააღდგომო სუფრა, მათ მიერ შექმნილი დეკორაციებით.

ასევე სხვა აქტივობებთან ერთად ისწავლიან, თუ როგორ დათესონ ჯეჯილი.

მასტერკლასის დასკვნით ნაწილში თქვენი პატარები დამოუკიდებლად გააფორმებენ და შემდეგ დააგემოვნებენ სააღდგომო პასკას.

ანსამბლ "ალილოს" საღამო თეატრში

პარასკევი, 26 აპრილი 20:00

აღწერა

26 აპრილს, შემოგვიერთდით წისქვილის „თეატრში“ და გაატარეთ განსაკუთრებული საღამო ანსამბლ „ალილოსთან" ერთად, მრავალფეროვანი პროგრამისა და საუცხოო გასტრონომიის თანხლებით.

„თეატრის“ მოცეკვავეთა დასი, მთელი საღამოს განმავლობაში წარმოგიდგენთ სანახაობრივ ქორეოგრაფიულ ნომრებს.

საღამოს დაასრულებენ: ანდრია გველესიანი და ბენდი, DJ Saba Abramidze.

April Senate Club X MUSUMECI

პარასკევი, 26 აპრილი 22:00

აღწერა

26 აპრილს Senate Club-ი უმასპინძლებს სიცილიელ დიჯეისა და პროდიუსერს - MUSUMECI Musumeci - არის სიცილიელი დიჯეისა და პროდიუსერის Mauro Di Martino -ის მუსიკალური პროექტი . მაუროს კარიერაში არის კოლაბორაციები ისეთ არტისტებთან როგორიცაა David Guetta , Emmanuel Jal , Phunkadelica , Lehar და სხვა მრავალი.

“HR Tech – ტექნოლოგიები HR-ში”

ხუთშაბათი, 25 აპრილი 19:00

აღწერა

HR hub-ის ორგანიზებით 25 აპრილს, 19:00სთ-ზე, თიბისი კონცეპტის სივრცეში (მარჯანიშვილის 7) ღონისძიება HR Tech გაიმართება.

გვეყოლება სპიკერები, რომლებიც ისაუბრებენ ისეთ მნიშვნელოვან თემებზე როგორებიცაა:

  • • ტექ. რეკრუტინგი – გლობალური რეკრუტინგის მთავარი გამოწვევები, ტექნოლოგიები რეკრუტინგში;

  • • HR სოფტები; HR ანალიტიკა;

  • • HR მენეჯერებისთვის საინტერესო ტექნოლოგიური სერვისები.

გვექნება ნეთვორქინგ აქტოვობა The power of Networking, სფიჩებისა და პანელ-დისკუსიის ფორმატი.

რაგბი | ფინალების დღე ავჭალაში | დღიური აბონიმენტი

კვირა, 28 აპრილი

აღწერა

28 აპრილს, ავჭალის რაგბის სტადიონზე საქართველო პირველობის - I ლიგის და დიდი 10-ის ფინალები გაიმართება!

14:00 საათზე პირველი ლიგის ფინალში "ტაო” (ასპინძა) დაუპირისპირდება “დინოზავრსა” (წყალტუბო) და “არმიას” (თბილისი) შორის გამარჯვებულს!

18:00 საათზე დიდი10-ის დიდ ფინალში "აია” (ქუთაისი) დაუპირისპირდება “ლელო სარასენსსა” (თბილისი) და “ყოჩებს” (ბოლნისი) შორის გამარჯვებულს!

Feder at Mono Hall

პარასკევი, 26 აპრილი 22:00

აღწერა

26 აპრილს, პირველად საქართველოს ეწვევა მსოფლიოში აღიარებული ფრანგი ელექტრონული მუსიკის შემსრულებელი “Feder”.

ფრანგმა დიჯეიმ და პროდიუსერმა მუსიკალური სამყარო თავისი ჰიტებით “Goodbye feat” და "Lordly" დაიპყრო, რომლებიც არაერთხელ მოხვდა მსოფლიოს მუსიკალური ჩარტების სათავეში.

DECODER: CAMELPHAT | TADE | LEVI LOVE DISCO

პარასკევი, 26 აპრილი 23:59

აღწერა

დეკოდერი ბრუნდება, 2024 წლის სეზონს ცოტა ადრე დავიწყებთ და 26 აპრილს პირველ საფესტივალო ღამეზე გეპატიჟებით Ciskari Garden-ში.

სეზონის პირველი სტუმარი Dave Whelan-ისა და Mike Di Scala-ს დუოა ლივერპულიდან - CamelPhat. 2017 წელს “Cola”-ს გამოსვლის შემდეგ დუო, ბრიტანული ჰაუს და ტექჰაუს სცენის, ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად აქტად ითვლება. ამის შემდეგ იყო სხვა ბევრი წარმატება, გრემის ნომინაცია, კოლაბორაცია ნოელ გალაჰერთან და 2023 წლის სექტემბერში გამოსული ახალი ალბომი - Spiritual Milk. ახალ ჟღერადობაზე საუბრისას დუო ამბობს, რომ ესაა გულწრფელი გამოხატვა ემოციების, რომელიც მათ მუსიკასთან აკავშირებთ.

ახალი სეზონის შესაფერისად გასახსნელად, CamelPhat-თან ერთად, ჩვენი დიდი ხნის კოლაბორატორი TADE მოვიწვიეთ. თუმცა, CamelPhat სტუმრობასა და TADE-ს დაბრუნებაზე არანაკლებად ველით ამ ღამის დიდ დებიუტს, 26-ში დეკოდერზე პირველად დაუკრავს თბილისის სცენის განსაკუთრებული ტალანტი - Levi Love Disco.

ჰელიოსი

პარასკევი, 26 აპრილი 23:00

აღწერა

26 აპრილს წარმოგიდგენთ HELIOS X TSAMETI ის მორიგ დაუვიწყარ ღონისძიებას.

ღონისძიებაზე მსმენელის წინაშე წარდგება სამხრეთ აფრიკელი მომღერალი და პროდიუსერი LIZWI, მისი სიმღერების რექმისი ისეთ არტისტებს აქვთ გაკეთებული, როგორებიცაა Black Coffee, Joezi, Saint Evo, DeMajor, Kususa, Ahmed Spins, და ა.შ.

LIZWI საავტორო ტრეკები მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობს - AMATHOLE, ISIBANI, WAVES & WAVS, ZOLALELA, TRAVELLER და ა.შ.

ღონისძიებაზე ასევე გვეყოლება მოწვეული არტისტები - MOTT დუბაიდან და ZULU MAGEBA სამხრეთ აფრიკიდან.

ვორქშოფ ფესტი

27-28 აპრილი 12:00

აღწერა

აღმოაჩინე, დღის მანძილზე სხვადასხვა თემატიკის 200-მდე ვორქშოფი ერთ სივრცეში. ისწავლე, შექმენი, გაერთე მეგობრებთან და ოჯახთან ერთად.