Billboard Georgia Stage „ბასისტების დედოფალს” - ნიკ უესტს უმასპინძლებს.ახალგაზრდა ბასისტი და მომღერალო ნიკ უესტი ისეთ მუსიკოსებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან ქუინსი ჯონსი, „პრინცი”, მეისი გრეი, ჯონ მაიერი და სხვები. 2012 წლიდან უესტი თვით „პრინცის” ბასისტი იყო. მას ინდივიდუალურობის განსახიერებას უწოდებენ. უნიკალური სტილი, რომელიც მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი, მსმენელში თავისუფლების ძლიერ შეგრძნებას ბადებს. უესტის მუსიკა მრავალჟანრულია და მისი თითოეული ნოტი დაწესებულ საზღვრებს არღვევს.
ახალ Art Director-თან ერთად, ბათუმური ღამის ცხოვრების ახლებურ გამოცდილებას გთავაზობთ.
ცნობილ სააგენტო Boom Boom Booking Agency-თან კოლაბორაციით, ჩვენ წარმოგიდგენთ საერთაშორისოდ ცნობილ დიჯეებს, რომლებიც რეზიდენტ დიჯეებთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში დაუკრავენ საუკეთესო მუსიკას.
7 მარტს ერთად ვიზეიმოთ ქალთა საერთაშორისო დღე , მემო ივენთის ორგანიზებით ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, სადაც მხოლოდ ქალი არტისტები დაიკავებენ სცენას.მოხარულები ვართ, ვუმასპინძლოთ ევროპაში აღიარებულ ქალ დიჯეი და პროდიუსერს JAMIIE ბერლინიდან, WATER-GATE BERLIN-ის რეზიდენტი დიჯეი და პროდიუსერი.
3 მარტს! გრიბოედოვის თეატრი! ა კაპელა შოუ "Voca People"!
ა კაპელა შოუ "Voca People"! 3 მარტს თბილისში,გრიბოედოვის თეატრი !
მხოლოდ ცოცხალი ხმები!არანაირი ინსტრუმენტი, არანაირი ხმოვანი ეფექტები. მხოლოდ რვა საოცრად ნიჭიერი მომღერალი-კომიკოსი, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ ბიტბოქსის ხელოვნებას.
ისინი ერთი მთლიანი ორკესტრივით ჟღერენ მხოლოდ საკუთარი ხმებით.
23 მარტს - Mono Hall-ში - Psytrance ჟანრში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული დუო - VINI VICI დაუკრავს. VINI VICI - Aviram Saharai-ს და Matan Kadosh-ს მიერ ადრეულ 2000-იანებში ისრაელში დაფუძნებული პროექტია, რომელიც ათეული წლებია ვითარდება და ტურნეებს მართავს მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქებში.
28 ივნისს - Spacehall კუსტბაზე - Mono Hall-სა და Boom Boom Booking Agency-ის ორგანიზებით, თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული და პოპულარული თურქი არტისტი - Mahmut Orhan დაუკრავს.
Mahmut Orhan - ამერიკაში მცხოვრები თურქი დიჯეია და ის მუსიკით, 15 წლის ასაკში დაინტერესდა, როცა მისი მშობლიური ქალაქ ბურსადან, სტამბულში გადავიდა ღამის კლუბში სამუშაოდ. 2016 წელს კი, არტისმა კონტრაქტი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ ლეიბლთან - Ultra Records გააფორმა, საიდანაც საფუძველი ჩაეყარა Orhan-ის საერთაშორისო მასშტაბის წარმატებას. თუმცა, არტისტის პირველი აღიარება, მისი ინსტრუმენტალური ნამუშევრით - "Age of Emotions" დაიწყო.
თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi - ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი.
თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.