მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TKT.ge აფიშა - 27 თებერვალი

TKT აფიშა
27.02.24 07:54
111

Jazz Jam Session

ხუთშაბათი, 29 თებერვალი 21:00

არტერია

აღწერა

ხუთშაბათს, 29 თებერვალს, არტერია წარმოგიდგენთ ჯაზის ჯემ სესიას კახა ჯაგაშვილის კვარტეტთან ერთად

გივი სიხარულიძე 80, საიუბილეო საღამო

ოთხშაბათი, 28 თებერვალი 19:00

რუსთაველის თეატრი

აღწერა

ხელოვნების ქურუმის, მსახიობის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, ნიკო ლორთქიფანიძის პრემიის ლაურიატის, საქართველოს ქორეოგრაფიის რაინდის, ქალაქური ნოველის ჟანრის ფუძემდებლის, პოეტის და პროზაიკოსის, 20 მდე წიგნის ავტორის, რეჟისორის, ბერლინის საერთაშორისო ფესტივალის ,,ოქროს დათვის" მფლობელის, „ქალდეას“ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, „სუხიშვილების’ ლეგენდარული ანსამბლის ოქროს თაობის მოცეკვავე- სოლისტის, სპორტსმენის (ჩოგბურთელის, მთის და წყლის მოთხილამურის), „დედაქალაქის კოლორიტის“, ქ. ბათუმის საპატიო მოქალაქის, ვარსკვლავოსანი გივი სიხარულიძის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში 28 თებერვალს 19.00 შედგება შემოქმედებითი საღამო.

NIK WEST

პარასკევი, 08 მარტი 21:00

რესპუბლიკა

აღწერა

Billboard Georgia Stage „ბასისტების დედოფალს” - ნიკ უესტს უმასპინძლებს.ახალგაზრდა ბასისტი და მომღერალო ნიკ უესტი ისეთ მუსიკოსებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან ქუინსი ჯონსი, „პრინცი”, მეისი გრეი, ჯონ მაიერი და სხვები. 2012 წლიდან უესტი თვით „პრინცის” ბასისტი იყო.
მას ინდივიდუალურობის განსახიერებას უწოდებენ. უნიკალური სტილი, რომელიც მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი, მსმენელში თავისუფლების ძლიერ შეგრძნებას ბადებს. უესტის მუსიკა მრავალჟანრულია და მისი თითოეული ნოტი დაწესებულ საზღვრებს არღვევს.

Senate Club ახალი სეზონით ბრუნდება!

აღწერა

8 მარტს Senate Club ახალი სეზონით ბრუნდება!

ახალ Art Director-თან ერთად, ბათუმური ღამის ცხოვრების ახლებურ გამოცდილებას გთავაზობთ.

ცნობილ სააგენტო Boom Boom Booking Agency-თან კოლაბორაციით, ჩვენ წარმოგიდგენთ საერთაშორისოდ ცნობილ დიჯეებს, რომლებიც რეზიდენტ დიჯეებთან ერთად, მთელი ღამის განმავლობაში დაუკრავენ საუკეთესო მუსიკას.

Merab Sepashvili - ის საღამო ვილა მოსავალში

პარასკევი, 08 მარტი 20:00

ვილა მოსავალი

აღწერა

8 მარტის დაუვიწყარი საღამო ქალბატონებს!ამ დღისთვის დაჯავშნილ სასტუმროს ნომრებზე იმოქმედებს სპეციალური, 20% - იანი ფასდაკლება. მუსიკალურ საღამოზე ყველა ქალბატონ სტუმარს ჩვენი მეღვინეობისგან საჩუქრად გავუმასპინძლდებით სასურველი თითო ბოკალი ღვინით.

JAMIIE

ხუთშაბათი, 07 მარტი 22:00

ცამეტი • Tsameti Restaurant

აღწერა

7 მარტს ერთად ვიზეიმოთ ქალთა საერთაშორისო დღე , მემო ივენთის ორგანიზებით ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, სადაც მხოლოდ ქალი არტისტები დაიკავებენ სცენას.მოხარულები ვართ, ვუმასპინძლოთ ევროპაში აღიარებულ ქალ დიჯეი და პროდიუსერს JAMIIE ბერლინიდან, WATER-GATE BERLIN-ის რეზიდენტი დიჯეი და პროდიუსერი.

Cosmic Tour - "Voca People"!

ალექსანდრე გრიბოედოვის რუსული დრამატული თეატრი

აღწერა

3 მარტს! გრიბოედოვის თეატრი! ა კაპელა შოუ "Voca People"!

ა კაპელა შოუ "Voca People"! 3 მარტს თბილისში,გრიბოედოვის თეატრი !

მხოლოდ ცოცხალი ხმები!არანაირი ინსტრუმენტი, არანაირი ხმოვანი ეფექტები. მხოლოდ რვა საოცრად ნიჭიერი მომღერალი-კომიკოსი, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ ბიტბოქსის ხელოვნებას.

ისინი ერთი მთლიანი ორკესტრივით ჟღერენ მხოლოდ საკუთარი ხმებით.

Sister Sledge Live!

პარასკევი, 08 მარტი 20:00

,,ადამი და ევა" (დ. აღმაშენებლის 164)

აღწერა

We are Excited To Welcome the Sledgendary Family at Legendary Place - Adam and Eve

8 მარტს შემოგვიერთდით ლეგენდარული ჯგუფის Sister Sledge-ის დაუვიწყარ კონცერტზე.

მთის კურორტების საბაგიროები

2023 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი

აღწერა

შეიძინეთ სამთო კურორტების მულტიქარდი, ან შეავსეთ ბალანსი ყოველ ჯერზე მარტივად.

საბაგიროზე შესვლისას აუცილებელია თან იქონიოთ მულტიქარდი. ელექტრონული ბილეთით ან QR კოდით საბაგიროთი სარგებლობას ვერ შეძლებთ.

ბარათის დამზადებას და მიწოდების სერვისს დაჭირდება 1-3 სამუშო დღე ვერიფიკაციის გავლის შემდეგ. ბარათის მიწოდება ხორციელდება თბილისის ფარგლებში.

ფრეკენ ჟული

თეატრი სახელოსნო 42

აღწერა

თეატრი სახელოსნო 42 - ახალი დამოუკიდებელი თეატრალური სივრცეა და მდებარეობს დიდუბეში, თბილისის ინდუსტრიულ ცენტრში, წერეთლის 114-ში, Factory Tbilisi - ის ტერიტორიაზე. თეატრი სახელოსნო 42 ლევან წულაძის მიერაა შექმნილი.

თეატრის მიზანია დამოუკიდებელი თეატრალური ხელოვნების განვითარება სპექტაკლების, პერფორმანსების, დრამატურგიის, კოპროდუქციების სახით - კრეატიული ინდუსტრიის რეალური პლატფორმის შექმნა და ინტეგრირება თბილისის კულტურულ, ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები