მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

TKT.ge აფიშა - 28 თებერვალი

TKT აფიშა
28.02.24 07:45
72

გაზაფხული თამაშობანაში

აღწერა

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ბავშვს ვასწავლოთ არის სიყვარული 💕 მისი გამოხატვა საკუთარი თავისა და გარემოს მიმართ 🌟 როგორი ბედნიერები არიან მაშინ, როდესაც მათი ხელით შექმნილ ორცხობილას, ნახატს ან სხვა ნივთს გვჩუქნიან და ელოდებიან ჩვენს ემოციას!💕 გელოდებით სიყვარულით სავსე თამაშობანაში! მისამართი: გ. ახვლედიანის 13

დედა და მე

ანის სკოლა

აღწერა

3 მარტი დედების დღეა! Და ამ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებმა და დედებმა დრო ერთად გაატარონ, რაიმე სამახსოვრო ერთად შექმნან და ტკბილი მოგონებები დააგროვონ!

GFC 26 საქართველოს საბრძოლო ჩემპიონატი

შაბათი, 02 მარტი 20:00

თბილისის სპორტის სასახლე

აღწერა

2024 წლის პირველი ივენთი თბილისის ძველ სპორტის სასახლეში გაიმართება! GFC 26-ზე გულშემატკივარი 9 დაუვიწყარ ორთაბრძოლას იხილავს, საიდანაც ყველაზე გამორჩეული ქვემძიმე წონაში სატიტულო ბრძოლა იქნება ! დივიზიონის პირველი ნომერი მიხეილ საჟინიანი პარაგვაელ კრისტიან ტორესს დაუპირისპირდება. მოდი და უგულშემატკივრე ქართველ მებრძოლებს.

Queens Grand Opening

აღწერა

პარასკევი, 01 მარტი 22:00

Queens Restaurant

1 მარტს DJ KARABA წარდგება თბილისელი მსმენელის წინაშე . ერთად აღვნიშნოთ QUEENS -ის რესტორნის გახსნა და გაზაფხულის დადგომა. QUEENS Events -ის დებიუტი სრული ანშლაგით ჩატარდა 10 თებერვალს . დაუვიწყარი საღამოს შემდეგ უფრო დიდი ენთუზიაზმით წინ საოცარი საღამოები გველოდება თქვენთან ერთად... DJ KARABA საფრანგეთის ქალაქ, გრენობლში დაბადებული, ცეკვაზე უზომოდ შეყვარებული გოგონა გზას კარიერაში სწორედ მუსიკისა და ცეკვის სიყვარულით იკვლევს. 2014 წელს ლოს-ანჯელესში მან იცეკვა ისეთი პოპ-არტისტებისთვის როგორებიცაა, DRAKE, CAMILLA CABELO, SELENA GOMEZ.

რაგბი | საქართველო vs რუმინეთი | ნახევარ-ფინალი

შაბათი, 02 მარტი 16:00

მესხის სახელობის სტადიონი

აღწერა

2 მარტს, 16 საათზე ბორჯღალოსნები რუმინელ მუხებს მესხის სტადიონზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარ-ფინალში ერკინებიან. სტუდენტებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს სასკოლო ბარათით და სტუდენტური ბარათით შეძენისას.

Jazz Jam Session

ხუთშაბათი, 29 თებერვალი 21:00

არტერია

აღწერა

ხუთშაბათს, 29 თებერვალს, არტერია წარმოგიდგენთ ჯაზის ჯემ სესიას კახა ჯაგაშვილის კვარტეტთან ერთად

გივი სიხარულიძე 80, საიუბილეო საღამო

ოთხშაბათი, 28 თებერვალი 19:00

რუსთაველის თეატრი

აღწერა

ხელოვნების ქურუმის, მსახიობის, საქართველოს დამსახურებული არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, ნიკო ლორთქიფანიძის პრემიის ლაურიატის, საქართველოს ქორეოგრაფიის რაინდის, ქალაქური ნოველის ჟანრის ფუძემდებლის, პოეტის და პროზაიკოსის, 20 მდე წიგნის ავტორის, რეჟისორის, ბერლინის საერთაშორისო ფესტივალის ,,ოქროს დათვის" მფლობელის, „ქალდეას“ აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის, „სუხიშვილების’ ლეგენდარული ანსამბლის ოქროს თაობის მოცეკვავე- სოლისტის, სპორტსმენის (ჩოგბურთელის, მთის და წყლის მოთხილამურის), „დედაქალაქის კოლორიტის“, ქ. ბათუმის საპატიო მოქალაქის, ვარსკვლავოსანი გივი სიხარულიძის 80 წლის იუბილეს აღსანიშნავად შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში 28 თებერვალს 19.00 შედგება შემოქმედებითი საღამო.

NIK WEST

პარასკევი, 08 მარტი 21:00

რესპუბლიკა

აღწერა

Billboard Georgia Stage „ბასისტების დედოფალს” - ნიკ უესტს უმასპინძლებს.ახალგაზრდა ბასისტი და მომღერალო ნიკ უესტი ისეთ მუსიკოსებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან ქუინსი ჯონსი, „პრინცი”, მეისი გრეი, ჯონ მაიერი და სხვები. 2012 წლიდან უესტი თვით „პრინცის” ბასისტი იყო.
მას ინდივიდუალურობის განსახიერებას უწოდებენ. უნიკალური სტილი, რომელიც მხოლოდ მისთვისაა დამახასიათებელი, მსმენელში თავისუფლების ძლიერ შეგრძნებას ბადებს. უესტის მუსიკა მრავალჟანრულია და მისი თითოეული ნოტი დაწესებულ საზღვრებს არღვევს.

Cosmic Tour - "Voca People"!

ალექსანდრე გრიბოედოვის რუსული დრამატული თეატრი

აღწერა

3 მარტს! გრიბოედოვის თეატრი! ა კაპელა შოუ "Voca People"!

ა კაპელა შოუ "Voca People"! 3 მარტს თბილისში,გრიბოედოვის თეატრი !

მხოლოდ ცოცხალი ხმები!არანაირი ინსტრუმენტი, არანაირი ხმოვანი ეფექტები. მხოლოდ რვა საოცრად ნიჭიერი მომღერალი-კომიკოსი, რომლებიც სრულყოფილად ფლობენ ბიტბოქსის ხელოვნებას.

ისინი ერთი მთლიანი ორკესტრივით ჟღერენ მხოლოდ საკუთარი ხმებით.

მთის კურორტების საბაგიროები

2023 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი

აღწერა

შეიძინეთ სამთო კურორტების მულტიქარდი, ან შეავსეთ ბალანსი ყოველ ჯერზე მარტივად.

საბაგიროზე შესვლისას აუცილებელია თან იქონიოთ მულტიქარდი. ელექტრონული ბილეთით ან QR კოდით საბაგიროთი სარგებლობას ვერ შეძლებთ.

ბარათის დამზადებას და მიწოდების სერვისს დაჭირდება 1-3 სამუშო დღე ვერიფიკაციის გავლის შემდეგ. ბარათის მიწოდება ხორციელდება თბილისის ფარგლებში.