5 აპრილს კლუბ Nips-ის სცენას ქართველი რეპერი - TAHA დაიკავებს.
TAHA-მ ბოლო პერიოდში ჰიპ-ჰოპის მსმენელებისგან დიდი ინტერესი დაიმსახურა, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც ყველაზე რეიტინგული YouTube პროექტის PVP Battle-ს გამორჩეული მონაწილე, საბოლოოდ კი PVP Flow-ის პირველი სეზონის და PVP Battle-ის მეორე სეზონის გამარჯვებული გახდა.
5 აპრილს, „თეატრალურის კვარტეტი“, „თეატრის“ მოცეკვავეთა დასი, ანდრია გველესიანი და ბენდი, მრავალფეროვანი მუსიკალურ-ქორეოგრაფიული პროგრამით წარსდგებიან წისქვილის „თეატრის“ სცენაზე.
პროექტს წარმოგიდგენთ თეატრმცოდნე ნიკოლოზ წულუკიძე, რომელიც ამჯერად გვამოგზაურებს თითქმის ერთ საუკუნოვანი ქართული ანიმაციის ისტორიაში, სცენაზე საინტერესო ისტორიების გარდა, გაიჟღერებს სხვადასხვა პერიოდში, ქართული ანიმაციისათვის შექმნილი სიმღერები, რომელსაც წარმოადგენენ: ეკა მამალაძე,ნუკრი კაპანაძე, ნატო მეტონიძე, მანანა თოდაძე, ლიზა ბაგრატიონი, ნეკა სებისკვერაძე, გიორგი სუხიტაშვილი, დათო ნოზაძე, „თეატრალურის კვარტეტი“, „ვოკალის აკადემიის კვარტეტი 4“, მუსიკალური ნაწილი წარმოდგენილი იქნება ბენდის თანხლებით, რომელსაც ნიკოლოზ ნიკვაშვილი უხელმძღვანელებს.
4 აპრილს, ბათუმი კლუბ "W" სცენაზე, შესრულდება არა მხოლოდ ჯგუფის აბსოლუტურად ყველა ჰიტი და სიმღერა, რომელიც დიდი ხანია არ შესრულებულა, არამედ ქავერებიც და ყველაზე ადრეული კომპოზიციებიც. მოემზადეთ, ეს იქნება ხმამაღალი!
6 აპრილს - პირველად თბილისში - Mono Hall, თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ფრანგ მომღერალს - Lucky Love-ს უმასპინძლებს. მუსიკალურ თავგადასავალს, ლოკალური სცენის გამორჩეული არტისტი, Ucha განაგრძობს. შემოგვიერთდი.
5 აპრილს Mono Hall-ში - ყველასათვის საყვარელი ჯგუფი „რეგიონი“ კიდევ ერთხელ გვამოგზაურებს, რეგი მუსიკის მომაჯადოვებელ სამყაროში. საცეკვაო მუსიკის ვაიბით საღამოს, რეზიდენტი დიჯეი, Dicho განაგრძობს. შემოგვიერთდი ✨
„რეგიონი“ 2008 წელს ჩამოყალიბდა, ხოლო მისი შექმნის იდეა კი თავად ჯგუფის ვოკალისტს, ლაშა ნოზაძეს ეკუთვნის, რომელმაც შეძლო სხვადასხვა ჯგუფებში მიმოფანტული მუსიკოსების გაერთიანება და ერთ ჯგუფად შეკვრა. „რეგიონი“ ერთადერთია მთელს კავკასიაში, რომელიც რეგის სტილში ქმნის მუსიკას.